“ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბი” წარმოგიდგენთ პროექტს სტუდენტებისთვის - “გააცანი ამერიკა შენს სკოლას!“. პროექტის საპილოტე ვერსია წარმატებით განხორციელდა 2013 წელს.
პროექტის მიზანია მოხალისეობრივი პრინციპების დანერგვა ახალგაზრდებში და ამერიკული ღირებულებების გაცნობა სკოლის მოსწავლეებისთის და მცდარი სტერეოტიპების ნგრევა.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია აკრედიტირებული უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს (ბაკალავრი,მაგისტრანტი), რომელსაც სურს ჩაატაროს „ვორქშოპი/პრეზენტაცია" საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ამერიკის ისტორიის, კულტურის და ღირებულებების შესახებ.
აპლიკაციების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს, რომელსაც ჩაატარებენ კვალიფიციური სპეციალისტები.
აუცილებელი მოთხოვნა – პროექტის ყველა მონაწილე ვალდებულია ლექციის დასრულების შემდეგ კლუბის მისამართზე (
afyouthclub@yahoo.com ) გამოგზავნოს ლექციის ამსახველი ორი ფოტოსურათი, ჩატარებული ლექციის ძირითადი თემა და ადგილი ( სკოლა, რეგიონი).
პროექტის მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები!
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია 31იანვრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook-ის ჩვენს გვერდს
https://www.facebook.com/unionfriendshipclub ან დაგვიკავშირდით 598509402, 598393210
FAQ-ხშირად დასმული კითხვები>>
https://www.facebook.com/notes/ამერიკის-მეგობართა-ახალგაზრდული-კლუბი-american-friendship-youth-club/faq-ხშირად-დასმული-კითხვები/642000282523482?id=348260385230808