Request edit access
"ეკოსოფელი საქართველო" არის მიზანმიმართული საზოგადოება, რომლის მიზანია შექმნას მდგრადი ეკოლოგიური და გარემოზე დაბალი ზემოქმედების მქონე თემი საქართველოში. პროექტის გუნდი შედგება, როგორც ქართველი ასევე უცხოელი წევრებისგან. 

ვთვლით რომ, ჩვენს მიერ მოძიებული 6,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, (კახეთი) აკმაყოფილებს ეკოსოფლისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს.

ადგილმდებარეობა: ნინიგორი, ლაგოდეხის რაიონი. ტურისტულად აქტიური რეგიონი, დაახლოებით 2,5 საათის მანძილზე თბილისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ფართობი: 6,5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საძოვარი), რომელიც მოიცავს 1000 მ2 ფერმის შენობას და ორ პატარა, ერთოთახიან სახლს ნეკვეთის შესასვლელში;

ინფრასტრუქტურა: ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, წყალი (მათ შორის ნაკვეთის ტერიტორიაზე არსებული მოქმედი სარწყავი სისტემა), ინტერნეტი, პროდუქტის მაღაზიები. მიწის ნაკვეთამდე მიდის ასფალტის გზა, რომელიც უკავშირდება თბილისსა და სხვა მიმდებარე ქალაქებს: გურჯაანს, წნორსა და ლაგოდეხს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ცენტრალურ გზაზე.

ჩვენი ხედვა
"ჩვენ ვართ მოხალისეობრივი, თვითორგანიზებული, არაიერარქიული, ინკლუზიური თემი, რომელიც ვითარდება ურთიერთპატივისცემით და ერთმანეთის მხარდაჭერით. ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ვახორციელებთ რეგენერაციული ეკოლოგიის მიდგომებს. გვსურს შევქმნათ მდგრადი საცხოვრებელი თემი ფართო საზოგადოებებთან ურთიერთკავშირით“.

რა არის ჩვენი მიზანი?
ჩვენ გვსურს შევქმნათ ინოვაციური საცხოვრებელი, სასწავლო და სამუშაო სივრცე 10-30 ოჯახისთვის. გვქონდეს საერთო ბაღი, ავაშენოთ ინდივიდუალური და საერთო საცხოვრებლები, ვაპირებთ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის გარდაქმნას საზოგადოებრივ/საგანმანათლებლო ცენტრად, საერთო სახელოსნო და ღია სასწავლო სივრცის მოწყობას ნებისმიერი ასაკის ადამინისთვის, მცირე და ეკო-მეგობრული ბიზნესების დაარსებას.

როგორ?
ეკოსოფლის მიწის ნაკვეთი იქნება თემის წევრების მფლობელობაში, რომლებიც გაერთიანდებიან საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ შესაბამის იურიდიულ გაერთიანებაში. თითოეულ მაცხოვრებელს ექნება წილი, გადაწყვეტილების მიღების დროს ხმის მიცემის უფლება და განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, რომელზეც შეეძლება სახლის აშენება. იურიდიული ფორმა დააფინანსებს ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მოვლა-პატრონობას მისი მაცხოვრებლების და სხვა წევრების პირველადი შენატანების და ეკოსოფლის ტერიტორიაზე განვითარებული ბიზნესების მეშვეობით.

რატომ?
ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზანი, რომ ჩვენი კვალი ადგილობრივ და გლობალურ გარემოზე იყოს მინიმალური. ამავე დროს, ჩვენი მიზანია ჯანსაღი თემის და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მუდმივად განვვითარდეთ და ვისწავლოთ ერთად და ერთმანეთისგან.

ჩვენ ვიაზრებთ რომ ეკოსოფელში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება დიდი ცვლილება შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში, და გვესმის რომ მსურველებს შესაძლოა არ ჰქონდეთ პასუხი ყველა კითხვაზე.

ამ კითხვარის მიზანია დავრწმუნდეთ თანხვედრაშია თუ არა თქვენი მოლოდინები ეკოსოფლის ჯგუფის მიერ შემუშავებულ იდეებთან და სტრუქტურასთან. თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ამ პროექტში, გახდეთ ეკოსოფლის მაცხოვრებელი, ინვესტორი, მრჩეველი, მოხალისე ან სხვა, გთხოვოთ შეავსოთ შემდეგი ფორმა.

მადლობა თქვენი დროისთვის!

ეკოსოფელი საქართველოს გუნდი
Sign in to Google to save your progress. Learn more
ელ. ფოსტა
*
*
ტელეფონის ნომერი
თქვენი პროფესია და ინტერესების სფერო
*
რატომ გსურთ "ეკოსოფელი საქართველოს" წევრი გახდეთ?
*
თქვენი სასურველი სტატუსი
*
გიცხოვრიათ ან გიმუშავიათ თუ არა ეკოსოფლის ტიპის თემში?
დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენი გამოცდილების შესახებ
*
რა არის თქვენი ინტერესების სფერო ეკოსოფელთან მიმართებაში და რა სახით ჩაერთვებოდით ჩვენი თემის საქმიანობაში?  (მაგალითად: მშენებლობა/ინფრასტრუქტურა, განათლება, ფინანსური საკითხები, მებაღეობა, პროექტის მართვა, კომუნიკაციები და ა.შ.) *
თუ შეგიძლიათ გაგვიზიარეთ, თუკი უკვე გაქვთ მოფიქრებული რა სახის პროექტის/ეკო ბიზნესის გაკეთებას გეგმავთ სამომავლოდ ეკოსოფელში. (მაგ.: საგანმანათლებლო კურსები, სახელოვნებო პროექტები, ეკო ჰოსტელი, და ა.შ.)
ჩვენი ძირითადი ღირებულებებია:
- სიყვარული
- პატიოსნება
- ტოლერანტობა
- პასუხისმგებლობა
- უწყვეტი სწავლა
- სოციალური სამართალი

ხართ თუ არა თანხვედრაში ამ ღირებულებებთან?
*
მიგაჩნიათ რომ ეკოსოფელში ცხოვრებით დაიკმაყოფილებთ თქვენს ფინანსურ, სოციალურ და სულიერ მოთხოვნილებებს?
*
ეკოსოფლის გუნდის წევრობა ნიშნავს თქვენს მზაობას, წვლილი შეიტანოთ ჩვენი თემის საქმიანობაში და საერთო საჭირბოროტო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. (ჰორიზონტალური მმართველობის (სოციოკრატია) პრაქტიკაზე დაყრდნობით)
რამდენად იცნობთ ჰორიზონტალური მმართველობის პრაქტიკებს?
*
გამოგიყენებიათ თუ არა პრაქტიკაში ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების მეთოდოლოგია? დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ რომელი?
გსურთ თუ არა რომ ძირითადი, სამუშაო გუნდის წევრი გახდეთ? (რაც ნიშნავს ყოველკვირეულ შეხვდერებზე დასწრებას, ჯგუფური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას, ეკოსოფლის განვითარების გეგმაში ჩართულობას, პროექტისათვის კვირაში თქვენი დროის 5-10 საათის დათმობას)
*
ხართ თუ არა მზად, გახდეთ ,,ეკოსოფელი საქართველოს" წევრი იურიდიულად და ჩაერთოთ საბჭოს მმართველობაში?
*
თუ გსურთ ეკოსოფლის რეზიდენტი გახდეთ, გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ 2023 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე, შეძლებთ 5000 აშშ დოლარის ინვესტორებას. (რაც ნიშნავს, რომ ნინიგორის მიწის შესაძენად შემოიტანთ თქვენს წილს)
Clear selection
გსურთ, ელ.ფოსტით სიაზლეების მიღება ჩვენი პროექტის შესახებ? *

თქვენს პასუხებზე წვდომა ექნება ეკოსოფლის ძირითადი გუნდის წევრებს. ჩვენს თემში ინტეგრაციისათვის საკმარისი ენთუზიაზმის არსებობის შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი იქნება გასაუბრება (პირისპირ ან ონლაინ), ამ შეხვედრით ორივე მხარეს საშუალება ექნება დარწმუნდეს თავიანთი მოლოდინების შესაბამისობაში.

ამ მომენტში ჩვენი პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე ვართ, პირველი ნაბიჯი არის მიწის ნაკვეთის შეძენა ნინიგორში, ნასყიდობის წინასწარ ხელშეკრულებას ხელი ეწერება 4 ოქტომბერს, რის შემდეგაც თვეზე ცოტა მეტი დრო დაგვრჩება მთლიანი თანხის დასაფარად.

ამ კითხვარის შევსებით თქვენ ადადტურებთ თქვენს სურვილს შემოუერთდეთ ეკოსოფლის განვითარების პროექტს როგორც რეზიდენტი, დონორი, სესხის გამცემი ან სხვა.

იმედია ამას ერთად შევძლებთ!

ეკოსოფელი საქართველოს გუნდი

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ უკუკავშირი,(კომენტარი, იდეა) ეკოსოფლის იდეასთან, ან სამუშაო ჯგუფთან დაკავშრებით :)
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report