Preview mode
Published
Copy responder link
Request edit access
🏡ეკოსოფელი საქართვველო არის მიზანმიმართული თემი, რომლის ხედვაა შექმნას რეგენრაციული, ეკოლოგიური და სოციალურად სამართლიანი დასახლების მაგალითი საქართველოში. ინიციატივა შედგება ქართველი და უცხოელი ადამიანების ჯგუფისაგან, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს, ნდობას, თანამშრომლობასა და ზრუნვის პრინციპებს, რომელიც ხორციელდება თვითმდგრადი თემის შექმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამჟამად პროექტი საწყოს ფაზაშია და როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ კავკასიაში წარმოადგენს, პირველ ეკო სოფელს. 
🌟შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ მდგრადი ცხოვრების მაგალითი საქართველოში. 

🗺️სად?

2023 წლის დეკემბერში შევიძინეთ 6.5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, ჩრდილო კავკასიის ლამაზი ხედებთ. მიწა საკმაოდ ნაყოფიერია, მოიცავს 1 ჰექტარ თხილისა და ტყემლების ბაღს, პატარა წყლის არხს, სასმელ და საირიგაციო წყლის სისტემებს, სივრცეს სახლების ასაშენებლად, კავკასიონის საოცარ ხედებს, აკაციის ტყეებს, ძველი ფერმის შენობას და თითქმის ყველაფერს რაც კარგ ფუნდამენტს ქმნის ეკოსოფლის დასაარსებლად.

👥რა? 

ჩვენი ხედვაა შევქმათ საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და სამუშაო სივრცეები 24 საოხაჯო დასახლებისთვის, რომელიც მოიცავს: საერთო ბაღებს, ხილის ტყეებს, ვორკშოპფების სივრცეებს, მცირე საწარმოებს, ღია და დახურულ საგანმანათლებლო სივრცეებს და ინკლუზიურ გარემოს სხვადასხვა ასაკისა თუ საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. 

🛣️როგორ?

პროექტი იმართება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც გეგმავს სტრატეგიას, ატარებს ყოველკვირელ შეხვედრებს, აქტივობებს და პროექტებს ეკოსოფელის მიწაზე. ჩვენი სამუშაო ჯგუფი მოხალისეობრივად მუშაობს და მისი მიზანია კოორდინაცია გაუწიოს სხვადასხვა სახის აქტივობებს, მიიღოს გადაწყვეტილებები სათემო ღირებულებთან შესაბამისობაში და განახორციელოს ეკოსოფელი საქართველოს ხედვა და გეგმები.

🐾როგორ შემოგვიერთდე:

ჩვენ ვიაზრებთ, რომ ეკოსოფლის მაცხოვრებლობა გრძელვადიანი შრომაა, და შესაძლებელია არ გქონდეთ აპლიკაციაში მოცემულ ყველა კითხვაზე პასუხი, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, გავიგოთ თქვენი მოლოდინები და შემდეგ ეტაპზე დავგეგმოთ შხევედრა და გავცვალოთ აზრები და იდეები, თუ როგორ შევძლებთ თანამშრომლობასა და თანაცხოვრებას.

ამჟამინდელი მდგომარეობა:

2023 წლიდან, რაც მიწა შევიძინეთ ჩავატარეთ დიდი გაწმენდითი სამუშაოები, რათა ნელ-ნელა დაგვეწყო საგანმანათლებლო, სათემო ცენტრის(ყოფილი ფერმის შენობა) რენოვაცია. ამჟამად სათემო/საგანმანათლებლო ცენტრში გვაქვს ბაზისიური პირობები, რათა შევძლოთ ვუმასპინძლოთ სხვადასხვა ჯგუფებს, მოხალისეებს, საზაფხულო სკოლებს, ბუნებრივი მშენელბლობის ვორკშოპებს და რეგენრაციულ რითრითებს. განვავითარეთ ჩვენი ტყე-ბაღი, მოვიყვანეთ ორგანული ბოსტნეული და შევქმენით რამდენიმე სახის ეკოსოფლის პროდუქტი. ასევე შევქმენით მიწის არქიტექტურული და ინფრასტრუქტურული განვითრაების გეგმა და შევცვალეთ მიწის ნაკვეთის ლეგალური სტატუსი. 

🏘️თუ გსურთ შემოგვიერთდეთ და გახდეთ ამ განსაკუთრებული პროექტის ნაწილი, გთხოვთ შევასოთ კითხვარი და ჩვენი ჯგუფი დაგიკავშირდებათ, შემდეგი ეტაპების შესახებ ინფორმაციით, 

კეთილი სურვილებით, 

ეკოსოფელი საქართველოს გუნდი.


სახელი, გვარი *
ელ. ფოსტა
*
ტელეფონის ნომერი
თქვენი პროფესია და ინტერესების სფერო
*
მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ *
რატომ გსურთ ეკოსოფელი საქართველოს მაცხოვრებლობა?
*
გაქვთ თუ არა ეკოსოფელში ან საზოგადოებრივ თემში, თანაცხოვრების გამოცდილება? 
თუ გაქვთ, მოკლედ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება/შეფასება.
თუ უკვე მოფიქრებული გაქვთ თუ რა შეგიძლიათ ეკოსოფელში გააკეთოთ, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი იდეები (მცირე სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით: საგანმანათლებლო, ორგანული მებაღეობის, სარეკრეაციო თუ სხვა.) *
თუ შეგიძლიათ მოკლედ აგვიხსნათ, თუ როგორ შეძლებთ თქვენი სოციალური, ფინანსური და სულიერი, საჭიროებების დაკმაყოფილებას ეკოსოფელში. *
ეკოსოფელი საქართველოს წევრობა და მაცხოვრებლობა, თავის თავში მოიცავს საზოგადოებრივი და სათემო საქმეში წვლილის შეტანას, რაც ჩვენს შემთხვევაში ხორციელდება ჰორიზონტალური გადაწყვეტილების მიღების მეთოდოლოგიით, სახელად ,,სოციოკრატია". 

რამდენად გსმენიათ, ან პრაქტიკაში გამოგიცდიათ სოციოკრატიის მეთოდოლოგია?
*

ეკოსოფელში ამჟამად გვაქვს რამდენიმე სამუშაო წრე: ინფრასტრუქტურა, მებაღეობა, ლეგალური საკითხები, საზოგადოებრივი საკითხები, ფინანსები, და სოციალური წრე. ჩვენი სამუშაო განრიგი მოიცავს ყოველკვირეულ შეხვედრებს, რომელიც გრძელდება 1,5 საათი. 

რამდენად შეძლებთ ამ სამუშაო პროცესში ჩართვას და ეკოსოფლის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას?

*
თუ დიახ, მაშინ რომელ სამუშაო წრეში შეგიძლიათ, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, მხარდაჭერა და მუშაობა?
*
ეკოსოფელი საქართველოს მაცხოვრებლობა მოიცავს თქვენს ფინანსურ შენატანს 6000 აშშ დოლარის ოდენობით, შეძლებთ ამ თანხის მობილიზებას? 
Clear selection
გსურთ, გამოიწეროთ ჩვენი საინფორმაციო ცნობარი? *

თქვენს პასუხებზე წვდომა ექნება ეკოსოფლის ძირითადი გუნდის წევრებს. ჩვენს თემში ინტეგრაციისათვის საკმარისი ენთუზიაზმის არსებობის შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი იქნება გასაუბრება (პირისპირ ან ონლაინ), ამ შეხვედრით ორივე მხარეს საშუალება ექნება დარწმუნდეს ერთმანეთის მოლოდინების შესაბამისობაში.

ამ კითხვარის შევსებით თქვენ ადასტურებთ თქვენს სურვილს შემოუერთდეთ ეკოსოფლის განვითარების პროექტს, როგორც მომავალი მაცხოვრებელი.

მადლობა მხარდაჭერისთვის,

ეკოსოფელი საქართველოს გუნდი

Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report