IT ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, ecaHack ჰაკატონის პარალელურად რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. მათზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. ადგილები შეზღუდულია.
1) Startup Evening - 28 ივნისი, 18 საათი
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნებიან:
* ბელარუსიის მაღალი ტექნოლოგიების პარკის (Belarus Hi-Tech Park) დირექტორის მოადგილე ალექსანდერ მარტინკევიჩი, თემით - HTP წარმატების ისტორია, რომელიც როგორც აღნიშნული ტექ-პარკის ასევე სხვა ტექნოლოგიური Startup-ების ისტორიებს მოიცავს.
* არაერთი წარმატებული მობილური აპლიკაციისა თუ ტექნოლოგიური პროექტის ავტორი იური გურსკი, თემით - მობილური Startup-ები, როგორ უნდა ვიშოვოთ ფული ბუმის შემდეგ?
2) Tech - Panel - 30 ივნისი, 17 საათი
* სოციალური მედია და სოციალური მარკეტინგი
გამომსვლელები:
* ბრაიან ვინთერ - სოციალური მარკეტინგის სტრატეგიის განყოფილება, Google
* დენ როხენხახი - სოციალური მარკეტინგის სტრატეგიის განყოფილება, Google
* არიანა იოუნაი - ურთიერთობების მენეჯერი, LinkedIn
* ტექნოლოგიური მეწარმეობა
გამომსვლელები:
* დენ გუდვინი - COO, Mobile Data Labs
* მაილს ბირდი - დირექტორი, Khan Investment Management
* ჰანთერ ჯექსონი - სარეკლამო სააგენტო, Google
* ქალები ტექნოლოგიებში
გამომსვლელები:
* ჯეიმი ალბერსი - Google Play-ს მარკეტინგის განყოფილება, Google
* არიანა იოუნაი - ურთიერთობების მენეჯერი, LinkedIn
* ტრისტენ მილსი - ურთიერთობების მენეჯერი, LinkedIn
IT ინოვაციების კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი" და "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი".
ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები არიან: Cisco, Samsung, Gulf და საქართველოს უნივერისტეტი.