Request edit access
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  მერის სათათბირო ორგანოს - „ჩოხატაურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“  წევრთა შესარჩევი კონკურსი.

რეგისტრაცია 12 თებერვლიდან 19 თებერვლის  ჩათვლით. შემდეგ ლინკზე:

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნა, მუნიციპალიტეტის  მერის სათათბირო ორგანო - „ჩოხატაურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“. ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ესაჭიროება წევრების დამატება, კონკურსანტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა  და გასაუბრების მიხედვით.        

საბჭო არჩეულია ორი წლის ვადით.

წევრობისთვის დაწესებულია მინიმალური კრიტერიუმები, კერძოდ:

ა)  წევრობის კანდიდატი არის 14-29 წლის;

ბ) არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია (ან ცხოვრობს) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;

გ) არ მუშაობს საჯარო სამსახურში.

საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

 ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზდების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება მათი უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) მონაწილეობა ჩოხატაურის მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, ასევე შესაბამისი ადვოკატირების კამპანიის წარმოება;

გ) მონაწილეობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში (მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს) და ახალგაზრდების მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელება;

დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის, პროგრამების, აქტივობების და სხვა არსებული შესაძლებებლობების შესახებ;

ე) საზოგადოების ინფორმირება ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ;

ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროში.

საბჭოს წევრების კონკურსის ჩატარებას და შერჩევას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელი სამსახური.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტთან მოხდება დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება.

საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ლიკა ჩაკალოვი, ტელეფონი: 598 40 86 86.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

                                                                                                             
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი გვარი *
დაბადების რიცხვი/თვე/წელი *
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი *
ტელეფონი *
ელფოსტა
სამოტივაციო წერილი, რატომ გსურთ    გახდეთ „ჩოხატაურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრი (არანაკლებ 150 სიტყვა) *
რა იდეის განხორციელება გსურთ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში არჩევის შემთხვევაში *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report