საჯარო მოხელეთა ფორუმის XX შეხვედრა  - "ადამიანი ბრენდი"
საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“.

პროექტის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, შეიქმნა საჯარო მოხელეთა ფორუმი, რომელიც ხელს უწყობს მოხელეებს, განავითარონ პროფესიული შესაძლებლობები, შეიძინონ ცოდნა და გაითავისონ საერთო ღირებულებები და გუნდური მუშაობის მნიშვნელობა. არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე და გამოწვევებზე დისკუსიის, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების გზით, ფორუმის მიზანია გააძლიეროს მოხელეთა შორის კომუნიკაცია საჯარო სამსახურის უწყვეტი განვითარებისთვის.

საჯარო მოხელეთა ფორუმის XX შეხვედრა თემაზე "ადამიანი ბრენდი" გაიმართება 19 ოქტომბერს, 14:45 საათიდან 17:00 საათამდე, ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით.

დარეგისტრირებული მოხელეები მიიღებენ ZOOM-ის ელექტრონულ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ფორუმზე დასწრებას.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ამავე ბმულზე.

სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 13 ოქტომბერს, დილით, 09:00 საათიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს 598 39 29 84; 593 73 37 00; 598 22 02 24; 577 24 45 99
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report