Request edit access
ღია კონკურსი
ფესტივალი “INTERCHANGE” (გაცვლა) ხორციელდება ქალაქ ბათუმში 2020 წლის 25-27 სექტემბერს და არის „ბათუმის ფოტოდღეების“ მემკვიდრე, რომელიც თავის მხრივ 2014 წლიდან არსებობს. 2020 წელსაც, როგორც ყოველთვის, ფესტივალი ეხმიანება ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკას და მისი მთავარი თემაა FRAGILE (ფაქიზი), რაც კიდევ უფრო აქტუალური გახდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე. ფესტივალი მულტიდისციპლინარული თანამშრომლობის პლატფორმას წარმოადგენს და ისეთ სექტორებს აერთიანებს, როგორიცაა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა და ლიტერატურა. თითოეული პროექტი

ფესტივალის ფარგლებში ახალი ექსპერიმენტი და საინტერესო თანამშრომლობაა.
ძირითადი თემა FRAGILE იშლება სამ მიმართულებად: სახელმწიფო, ადამიანი და ბუნება.

სწორედ ბუნების თემის ფარგლებში ფესტივალი INTERCHANGE აცხადებს ღია კონკურსს მუსიკოსებისა და საუნდ არტისტებისთვის ერთი წუთიდან აკუზმატიკური კომპოზიციების შესაქმნელად, რომელთა ერთადერთი წყარო იქნება ანუშკა ჩხეიძის საველე ჩანაწერები ზომიერი სარტყლის ტენიანი ტყიდან აჭარაში, და რომლებიც პროექტის მომზადების პროცესში განხორციელდა. ტენიანი ტყე უნიკალური ბიომრავალფეროვნების წყარო და ამ ბიომრავალფეროვნების გადარჩენის მნიშვნელოვანი ადგილია კლიმატური ცვლილებების დროს. ადამიანის საქმიანობა, პოპულაციის ზრდა, ინდუსტრიული განვითარება და. ა.შ. დიდ საფრთხეს უქმნის ტენიანი ტყეების უმეტესობას დედამიწაზე. ხელოვანებს, მუსიკოსებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ამ პრობლემების აქცენტირებასა და ცნობიერების ამაღლების პროცესში ტყის მნიშვნელობის შესახებ. ტყე მუდამ იყო და რჩება მისტიური და სიცოცხლის მომცემი ძალის მატარებელი სხვადასხვა მითოლოგიაში და ინსპირაციის ულევი წყარო - ხელოვნებაში.
საინტერესოდ და მნიშვენელოვნად მიგვაჩნია, ქართველ მუსიკოსებს მიეცეთ ამ საკითხის გარშემო შემოქმედებითი კონცეფციის განვითარების შესაძლებლობა და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ეს კონკურსი და ზოგადად ფესტივალი.

მასალის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შედეგი ლინკიდან:
https://drive.google.com/file/d/1uIDEUkirbOIJvCo8JG314OyVQ38ukX3u/view

ტყის ამ ხმებზე დაფუძნებული მოკლე (დაახლ. 60 წამიდან ხანგრძლივობის) აკუზმატიკური (მხოლოდ სმენადი) მუსიკალური კომპოზიციები შეირჩევა მულტიმედია ინსტალაცია “HOME”-ისთვის. “HOME” წარმოადგენს საუნდის, ვიზუალური გამოსახულებების და მეცნიერული ფაქტების კომბინაციას, რომელიც მაყურებელს უქმნის ტყის გარემოს ესთეტურ და ემოციურ ასოციაციას. პროექტის მიზანია, ვიზუალური ხელოვნების მეშვეობით შედგეს დიალოგი გარემოსდაცვითი პრობლემატიკის გარშემო, კონკრეტულად ტენიანი ტყეების (Temperate rain forest) რომელიც ბიომრავალფეროვნების გადარჩენისა და შენარჩუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური სივრცეა კლიმატური ცვლილებების პირობებში.

პროექტ “HOME”-ის ფარგლებშივე მოხდება რეზო კიკნაძისა და ანუშკა ჩხეიძის ერთობლივი მუსიკალური ნამუშევრის წარდგენაც, რომელიც იმავე ჟღერადი მასალიდან იქნება ნაწარმოები.
პროექტი შედგება ფესტივალის ფარგლებში, 26 სექტემბრიდან. მულტიმედია ინსტალაცია იქნება წარმოდგენილი ბათუმის ბულვარში, სადაც კონკურსის ფარგლებში შერჩეული კომპოზიციები ფართო მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდება. პროექტის მონაწილე კომპოზიციები გაერთიანდება მუსიკალურ ალბომად და ონლაინ სივრცეში განთავსდება.

პროექტი ეფუძნება სამეცნიერო კვლევას და ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტთან და მუსიკის ცენტრთან თანამშრომლობით, და შემოქმედებითი განათლების სტუდიის დახმარებით.

კონკურსის ვადები:

• ნამუშევრების მიიღება 2020 წლის 7 აგვისტოდან 11 სექტემბრის 18:00 საათამდე საქართველოს დროით
• შერჩევის შედეგები გამოცხადდება 20 სექტემბრამდე
• ხოლო უშუალო პროექტი გაიხსნება 2020 წლის 26 სექტემბერს ქ. ბათუმში

კონკურსის პირობები:

• კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ პროფესიონალ თუ მოყვარულ მუსიკოსებს
• კონკურსანტებზე არ ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვები
• ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს .wav ან .aiff ფორმატში ელ.ფოსტის მისამართზე interchange.batumi@gmail.com კონკურსით განსაზღვრული ვადის დასრულებამდე
• გამოგზავნილ დოკუმენტაციას უნდა ჰქონდეს სახელწოდება interchangesound და ავტორის სახელი და გვარი ინგლისურად
• ნაწარმოებთან ერთად კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე პროფესიული ბიოგრაფია და მაქსიმუმ ერთგვერდიანი კონცეფცია ქართულ და ინგლისურ ენაზე
• დაგვიანებით გამოგზავნილი წინადადებები არ დაიშვება განხილვისთვის.
• განაცხადი მხოლოდ ფესტივალის მხრიდან დასტურის მიღების შემდგომ ჩაითვლება კონკურსზე დაშვებულად. კონკურსანტები მიიღებენ შეტყობინებას კონკურსის დედლაინიდან მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში.
• შერჩეული კანდიდატები მიიღებენ დასტურს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
• შერჩევას განახორციელებს პროფესიონალი მუსიკოსებით დაკომპლექტებული მოწვეული კომისია. კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვენდებარება.
• შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: საინტერესო და ორიგინალური კომპოზიცია, ტექნიკური გამართულობა და ჩაწერის ხარისხი.
• ნაწარმოების საავტორო უფლება რჩება კომპოზიციის ავტორს. ფესტივალი იტოვებს უფლებას მხოლოდ ფესტივალის ფარგლებში გამართული საუნდ-ინსტალაციის და ელექტრონული ალბომის ფარგლებში კომპოზიციის გამოყენებას. სხვა სახის გამოყენება იქნება ინდივიდუალურად შეთანხმებული ავტორთან.



დამატებითი ინფორმაციიისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფესტივალის კოორდინატორს, ნონა მარკარიანს interchange.batumi@gmail.com

ველით თქვენს წინადადებებს!



OPEN CALL
Submit
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy