Request edit access
ესეების კონკურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე
16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც დღესდღეობით მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი ეროვნული კამპანიის ფარგლებში ესეების კონკურსს ახორციელებს.

პროექტის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2018 წლის 2 დეკემბრისა (23:59 სთ)


Next
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service