#არდაიჭირო
ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მარიხუანას მცირე რაოდენობით შენახვა-მოხმარებისთვის, ასევე, შეწყდეს სასამართლო განჩინების გარეშე იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკა, რადგან არსებული მიდგომა მოქალაქეთათვის შეურაცხმყოფელი, უსამართლო და არაეფექტურია.  

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მცირე რაოდენობით შენახვისათვის ადამიანი შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. დღესდღეობით მარიხუანას განმეორებით მოხმარება გაცილებით მკაცრად ისჯება, ვიდრე არასრულწლოვანის დათრობა, ცეცხლსასროლი იარაღის სროლა დასახლებულ პუნქტებში, სიცოცხლისთვის მავნე ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობა ან არასრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა. ამ ქმედებების გამო მოქალაქეს არ ემუქრება ციხე, მარიხუანას მოწევისთვის კი, შეიძლება მთელი წელი გისოსებს მიღმა გაატაროს, დაზარალდეს მისი ოჯახი, კარიერა და მომავალი. ეს პრობლემა უკვე ათეულობით ათას მოქალაქეს შეეხო. ამ ადამიანების სამართლებრივ დევნაზე ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება.  

მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე, ყოველწლიურად საშუალოდ 50.000 ადამიანი გადაჰყავს არანებაყოფლობით ნარკოტესტირებაზე, კანონმორჩილი მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ პროცედურაზე. აღნიშნული პრაქტიკა, თავის მხრივ, ბიუჯეტიდან გაწეულ მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული.  

მოვითხოვთ, რომ არანებაყოფლობითი ნარკოტესტირება მოხდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხოლო მარიხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისა და შენახვისთვის ადამიანს აღარ ემუქრებოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ციხე.  

სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს თითოეული მოქალაქის ღირსებას და პირად თავისუფლებას.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი *
გვარი *
ელფოსტა *
ტელეფონი (სურვილისამებრ)
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Institute of Non-Violent Communication.

Does this form look suspicious? Report