ეფექტური პრეზენტაცია ეფექტური კარიერისთვის
კურსი განკუთვნილია VII-XI კლასის იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ეფექტური პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და გამოიყენოს ის სამომავლო საქმიანობაში.
კლუბის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს წერითი და ვერბალური საპრეზენტაციო უნარების განვითარებაში. შეისწავლონ წარმატებული პრეზენტაციისთვის აუცილებელი მიდგომები და მეთოდები, გაუადვილდეთ ბარიერების დაძლევა და აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება. შესწავლილი მასალის გამოყენებით მოახდინონ საკუთარი თავისა და საპრეზენტაციო თემის მაქსიმალურად წარმოჩენა.
საკლუბო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
• პრეზენტაციის მორგება სამიზნე აუდიტორიაზე
• დროის მენეჯმენტი
• პრეზენტაციის შინაარსის შერჩევა
• საპრეზენტაციო ეტიკეტი
• სხეულის ენა
• ვერბალური პრეზენტაცია
• წერილობითი პრეზენტაცია
კურსის მეთოდოლოგია:
• ინდივიდუალური მუშაობა
• ჯგუფური მუშაობა
• პრეზენტაცია-დისკუსია
• ქეისებზე მუშაობა
• როლური თამაშები
• სიმულაციური დავალებები
კურსი განკუთვნილია: 7-11 კლასის მოსწავლეებისთვის
კლუბის მუშაობის პერიოდი: ივნისი
კვირაში 2 დღე, შეხვედრის ხანგრძლივობა 1,5-2 საათი
კურსი მოიცავს 5 სამუშაო შეხვედრას
კურსის საფასური: 30 ლარი
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 25 მაისი
კლუბს წარმოადგენს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
ტრენერი - თამუნა ქურდაძე
გისურვებთ წარმატებებს!