Request edit access
ნაფიცი მსაჯულები იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესების კვირეულს იწყებს.

პროექტის ფარგლებში ნაფიცი მსაჯულები აპლიკაციის მიხედვით შეირჩევიან. შერჩეული ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. ჩატარდება 5 იმიტირებული სასამართლო პროცესი. თითოეულ პროცესზე ერთმანეთს თბილისის ათი სკოლის გუნდი შეეჯიბრება. კერძოდ, ერთი გუნდი წარმოადგენს ბრალდების მხარეს, მეორე კი - დაცვის მხარეს. გუნდები მოემზადებიან როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად.

თითოეულ პროცესზე გამარჯვებული გუნდი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოვლინდება. პროექტის გამარჯვებულ გუნდს და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს ჟიური გამოავლენს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-21 წლის ახალგაზრდებს. ნაფიც მსაჯულებს გამოცდილი იურისტი ტრენინგებს ჩაუტარებს და პროცესისთვის მოამზადებს.

პროცესები ჩატარდება 5 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მისამართი: თბილისი, საქართველო, ძმები ზუბალაშვილების ქ. #32.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 22 მაისი, 18:00 საათი.

იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ლევან ხოსიტაშვილი, ტელ: 574 04 18 52

Next
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms