Request edit access
ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსი სკოლებისთვის USAID WMTR II პროგრამის ფარგლებში – გუნდების სარეგისტრაციო ფორმა.
USAID პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (USAID WMTR II) აცხადებს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსს კახეთის, აჭარის, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ზემოთ აღნიშნული რეგიონების ნებისმიერი სკოლის 5 მოსწავლისა და 1 მასწავლებლისგან შემდგარ გუნდს, რომელსაც სურვილი აქვს 1 თვის განმავლობაში თავის თემში შეაგროვოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ქაღალდის ნარჩენი და ამით ხელი შეუწყოს ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.

 კონკურსში ჩართვისათვის დაინტერესებულმა გუნდმა უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემული აპლიკაცია 17 აპრილამდე.  
 ქაღალდის ნარჩენების შესაგროვებლად დარეგისტრირებულ გუნდებს დრო 17 მაისამდე ექნებათ.

7 გუნდი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობის ქაღალდის ნარჩენს შეაგროვებს, მიიღებს საგზურს ბულაჩაურის მწვანე ცენტრის 3 დღიან ეკო ბანაკში, რომელიც დატვირთული იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით. გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს კი, Zero effect-ის სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ.

❗ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული გუნდი, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ პირობებს აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

• ერთ სკოლას მხოლოდ ერთი გუნდი უნდა წარმოადგენდეს.
• სკოლის დირექტორი ინფორმირებული უნდა იყოს კონკურსსის შესახებ და ეთანხმებოდეს გუნდის ინიციატივას.
• თითოულ გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი მასწავლებელი.
• გუნდში არ უნდა იყოს 6 წევრზე მეტი (მასწავლებლის ჩათვლით).
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს მეექვსე კლასიდან ზემოთ.
• კონკურსის დასრულებისას 2 დღის ვადაში (17-დან 19 მაისამდე) თითოულმა გუნდმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია მათ მიერ შეგროვებული მაკულატურის მიახლოებით რაოდენობაზე შემდეგ მისამართზე: Mariam.terterashvili@cenn.org



დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
Mariam.terterashvili@cenn.org

Sign in to Google to save your progress. Learn more
სკოლა: *
რეგიონი: *
სკოლის მისამართი: *
გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებლის სახელი და გვარი: *
გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებლის ტელეფონის ნომერი: *
მინიმუმ 100 კილოგრამი მაკულატურის შეგროვების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილე თითოეულ სკოლას მაკულატურის სანაცვლოდ გადაეცემა საკანცელარიო ნივთებისა ან/და წიგნების ვაუჩერი შეგროვებული მაკულატურის რაოდენობის მიხედვით (ყოველ 100 კილოგრამზე - 10 ლარის ღირებულების ვაუჩერი). გთხოვთ, კონკურსის დაწყებამდე გვაცნობოთ თუ გაქვთ სურვილი თქვენი შეგროვებული მაკულატურა დაიტოვოთ სკოლაში და შესაბამისად, უარი თქვათ ვაუჩერზე. (USAID WMTR II პროგრამის წარმომადგენლები შეგროვებული მაკულატურის რაოდენობის ასაწონად ორივე შემთხვევაში მოვლენ თქვენთან) *
აღნიშნული აპლიკაციების შევსებით, ჩვენი გუნდი აცხადებს მზაობას მონაწილეობა მიიღოს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსში. ვადასტურებთ, რომ ჩვენი გუნდი აკმაყოფილებს, ყველა საჭირო პირობას კონკურსში მონაწილეობისათვის, სკოლის დირექტორი ინფორმირებულია კონკურსსის შესახებ და ეთანხმება გუნდის ინიციატივას. *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report