Request edit access
ვებინარი: მედიაწიგნიერებიდან ინოვაციამდე - როგორ იქმნება და ვითარდება იდეა?

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ერთობლივ ვებინარს გამართავენ თემაზე: “მედიაწიგნიერებიდან ინოვაციამდე: როგორ იქმნება და ვითარდება იდეა?”

მედია და ინფორმაციული წიგნიერება გვაძლევს ცოდნას და უნარჩვევებს, რომლებიც გვეხმარება უკეთ გავიაზროთ თანამედროვე ციფრული გარემო, კრიტიკულად შევაფასოთ ინფორმაცია, დავინახოთ საჭიროებები და შესაძლებლობები. როგორ შეიძლება ამ ცოდნის ეფექტიანად გამოყენება, იმისთვის რომ შევქმნათ ახალი იდეები, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ინოვაციური პროდუქტები?

ვებინარზე ვისაუბრებთ იდეის შექმნისა და განვითარების პროცესზე - როგორ ვიპოვოთ პრობლემა და შევაფასოთ კრიტიკულად? ასევე, შევეხებით ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებს ახალი იდეების გენერირებისა და განხორციელების პროცესში.

ძირითადი სამიზნე აუდიტორია: ახალგაზრდები, თუმცა ვებინარზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

თარიღი: 30 ოქტომბერი
დრო: 17:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი
შეხვედრის ფორმატი: ონლაინ Microsoft Teams

ვებინარზე დასწრებისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული მოკლე სარეგისტრაციო ფორმა. 

ვებინარის ბმულის მიღება: შეხვედრის ბმული გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

Sign in to Google to save your progress. Learn more
Email *
ელ.ფოსტა *
სახელი და გვარი *
ასაკი *
რომელ სამიზნე აუდიტორიას მიეკუთვნებით? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report