დაუვიწყარი სტუმრობა ბებიასთან გურიის ულამაზეს სოფელ ხიდისთავში - ,,სკიჯის სახლის’’ და lib.ge - ს საზაფხულო შემეცნებითი ბანაკი 10 – 15 წლის მოსაწვლეებისთვის (+/- 1 წლის გათვალისწინებით).
თქვენი მასპინძელი, გურული ბებია - დაკა ბერძენიშვილი და მოწვეული სტუმრები - გიორგი კეკელიძე (წიგნიერება) გოგა ჩანადირი (ფოტოგრაფია) დამიანე გორდელაძე - მარტოკაცი (ფოლკლორი - მუსიკა), დათო ნოზაძე (რობოტიკა).
საინტერესეო და სასრგებლო მასტერკლასები წიგნიერებაში, ფოტოგრაფიაში, ფოლკლორში და რობოტიკაში.
ჩვენი ბანაკი განსხვავდება დიდი საზაფხულო ბანაკებისგან - ერთდროულად ვუმასპინძლებთ მხოლოდ
10 ბავშვს, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ნამდვილი ოჯახური გარემო და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვისადმი.
რას გთავაზობთ:
- ეკოლოგიურად სუფთა გარემო: ჩვენი ბანაკი განთავსებულია სოფელში, ტრადიციულ ქართულ, გურულ სახლში, მწვანე გარემოში.
- ოჯახური ატმოსფერო: გამოცდილ ლიდერებთან ერთად ბანაკის მართვაში ჩართული იქნება ადგილობრივი ოჯახი. ბავშვები დაუვიწყარ საზაფხულო არდადეგებს გაატარებენ ბებიასთან.
- ორგანული საკვები: ბავშვები მიირთმევენ სოფელში მოყვანილ, ორგანულ პროდუქტებზე დამზადებულ კერძებს.
- მცირე ჯგუფი: მაქსიმუმ 10 ბავშვი ერთ ნაკადში, რაც უზრუნველყოფს თითეული ბავშვის უსაფრთხოებას, ინდივიდუალური მიდგომით ახალი ცოდნის და უნარების ჩამოყალიბებას.
აქტივობები:
- ორგანული მებაღეობა: ბავშვები ჩაერთვებიან ეზოს, ხეხილის ბაღის, ბოსტნის მოვლაში. ისწავლიან (სეზონის მიხედვით) თესვას, მცენარეების დარგვას, მოვლას და მოსავლის აღებას.
- ცხოველების მოვლა: ბავშვები ჩაერთვებიან შინაური ცხოველების - ძაღლების (რომლებიც აცრილები არიან) და ქათმების, მოვლაში; მიიღებენ ინფორმაციას მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მოვლისა და პროდუქტიულობის შესახებ (ძროხა, თხა).
- ტრადიციული სამზარეულო: ბავშვები ჩაერთვებიან ადგილობრივი პროდუქტებით კერძების მომზადებაში.
- სოფლის საღამოები: ღამის ცის ქვეშ, ჰამაკებში, ამბების თხრობა, სიმღერები, წიგნის კითხვა, ქართული და შემეცნებითი ფილმების ჩვენება;
- საფეხმავლო ტურები: ნოდარ დუმბაძის და მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმების გაცნობა, ანა კალანდაძის საგვარეულო კარ-მიდამოს მონახულება, გზად გარემოს დათვალიერება; გასვლები სოფლის მიდამოებში, ჰერბარიუმისთვის მცენარეების მოგროვება ლიდერების თანხლებით.
- ეკოლოგიური განათლება: პრაქტიკული გაკვეთილები ბუნების დაცვაზე, მდგრად მეურნეობაზე, ნარჩენების გადამუშავებაზე.
- ხელსაქმე და სხვა საოჯახო საქმე სოფლად: ქსოვა, კერვა, ქარგვა, სხვადასხვა მასალით (ხე, ქაღალდი, მცენარის ფოთლები, მძივები და სხვა) სამახსოვრო ნივთების დამზადება, სამჭედლო საქმე, ხის მცირე ნაკეთობების შექმნა.
- სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება და წარმოების პროცესში მონაწილეობა: სკიჯის საწარმოს დათვალიერება, ჩირის დამზადება, ჩირის კანფეტების დამზადება, შეფუთვებზე მუშაობა.
- ეზოს და სამაგიდო თამაშები: წრეში ბურთი, რეზინობანა, ლახტი, ვისი სული გსურს, კლასობანა, ბადმინტონი, ორდროშობანა, ლოტო, დომინო, ჭადრაკი, კარტი.
უსაფრთხოება და ზედამხედველობა:
- გამოცდილი და მეგობრული ლიდერები
- პირველადი დახმარების ექთანი
- 24 საათიანი ზედამხედველობა
- 24/7-ზე კონტაქტის შესაძლებლობა ბანაკის წარმომადგენელთან
- უახლოესი სამედიცინო პუნქტი 15 წუთის სავალზე
სეზონი და ხანგრძლივობა:
- ივლისი, აგვისტო
- 8 დღე და 7 ღამე
- სასურველი თარიღები აირჩიეთ სარეგისტრაციო ფორმაში
ღირებულება და დამატებითი დეტალები:
- ერთკვირიანი ბანაკის ღირებულება -1500 ლარი
- დედმამიშვილზე -10% ფასდაკლება
- გადახდის პირობა: ავანსი 50% რეგისტრაციის დროს, 50% ბანაკის დაწყებისას
- აუცილებელია თან იქონიოთ ბავშვის ფორმა 100
- აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
- აუცილებლად გაეცანით ბანაკის შინაგანაწესს, რომელიც გამოგეგზავნებათ e-mail-ზე
- სასურველია ადგილამდე ჩამოიყვანოთ მშობლებმა, რათა საკუთარი თვალით ნახოთ ჩვენი გარემო
რას მოიცავს ღირებულება:
- ადგილამდე ტრანსპორტირებას
- კვებას (დღეში 3-ჯერ ორგანული საკვები + ხილი/წასახემსებელი)
- განთავსებას სახლის პირობებში, ოჯახურ გარემოში
- დაგეგმილი აქტივობების ყოველდღიურად განხორციელებას
- გამოცდილი ლიდერები (3 ადამიანი 10 ბავშვზე)
- საგანმანათლებლო მასალები, აღჭურვილობა, რეკვიზიტები
- ტრანსპორტირება და მუზეუმის მოსაკრებელი ლოკალურ ექსკურსიებზე (ნოდარ დუმბაძის, მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმები, ანა კალანდაძის ეზო, მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სანახაობა)
დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: 599333320
📩 skijissakhli@gmail.com
https://www.facebook.com/skijissakhli
გადახდის რეკვიზიტები:
შპს ლიბ აკადემია
საქართველოს ბანკი - GE60BG0000000609442582
თიბისი ბანკი - GE87TB7171636020100007
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ ბავშვის სახელი და გვარი