Request edit access
თბილისის მე-2 საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი (TIAF-2019)
TIAF-თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი წელს საქართველოში მეორედ ტარდება 2019 წლის 2-5 ნოემბერს. ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების და მასთან დაკავშირებული აუდიო/ვიზუალური ხელოვნების სხვა ფორმების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენას, ამ უნიკალური სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციას და საქართველოში მისი განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიება მოიცავს კინოჩვენებებს, ვორქშოპებს, ფილმის ავტორებთან შეხვედრებს, გამოფენებს და სხვ.

ფესტივალის მთავარ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები.
ღონისძიების ჩატარების ადგილად განსაზღვრულია: ეროვნული არქივის კინოთეატრი
მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1.

ფესტივალის ფარგლებში საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

ღონისძიებების აღწერა:

შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა
ფესტივალის ფარგლებში ტარდება მოზარდების ნახატებისა და სივრცული ნამუშევრების (ნებისმიერი მასალისგან) გამოფენა თემაზე: ანიმაციური გმირი ან ეპიზოდი /სცენა ანიმაციური ფილმიდან (არსებულის თქვენეული ხედვა ან თქვენს მიერ შექმნილი).
ნამუშევარს უნდა ჰქონდეს დასრულებული სახე და ახლდეს მოკლე აღწერა - გმირის, ამბის, ასახული ეპიზოდის.
შერჩევის შემთხვევაში ნამუშევარი უნდა წარმოადგინოთ საგამოფენო ფორმატში ( ნახატი ჩარჩოში ან პასპარტუში ჩასმული, სივრცული ნამუშევარი სადგარზე დამაგრებული) და შესაბამისი მონაცემებით ( ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ნახატის ან ნამუშევრის ტექნიკა, მასალა, ზომები).
სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ ფესტივალის ი-მეილზე უნდა გადმოაგზვნოთ დასრულებული ნამუშევრის ფოტო (გადაღებული მობილურით ან ნებისმიერი ფოტოაპარატით)
პირველადი შერჩევა წარმოებს თქვენს მიერ გამოგზავნილი ნამუშევრის ფოტოს და სააპლიკაციო ფორმაში მოცემული მონაცემების საფუძველზე.
ი-მეილი: animalabgeorgia@gmail.com
მონაწილეთა ასაკი: - 18 წლამდე


მასტერკლასი დრამატურგიაში
მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ფილმის, მათ შორის ანიმაციური ფილმის, შექმნის პროცესს საფუძვლად სცენარზე მუშაობის პროცესი უდევს, ანუ, ნებისმიერ ფილმს დრამატურგიული საფუძველი აქვს. ვისაც გაინტერესებთ, თუ რა პროცესია სცენარის შექმნა, რა ეტაპებს გადის ავტორი ფილმზე მუშაობისას, როგორია სცენარის სტრუქტურა და ა.შ., თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი გაძლევთ უნიკალურ შანსს დაესწროთ მასტერკლასს ვიზუალური თხრობის დრამატურგიაში.
მასტერკლასს გაუძღვება მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი მიხო მოსულიშვილი.
მონაწილეთა ასაკი: 12-დან 18 წლამდე.

მასტერკლასი ანიმაციაში
თანამედროვე კინო და ანიმაცია წასრმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე. ხშირად სწორედ ტექნოლოგიური პროგრესი განაპირობებს ამა თუ იმ სახელოვნებო ფორმის წარმოშიბას და განვითარებას. სწორედ ასე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების წყალობით წარმოიშვა ციფრული გრაფიკა, კომპიუტერული თამაშები, 3D და სტერეოსკოპული ანიმაცია, VR/AR ტექნოლოგიები და სხვა.
თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ანიმაციურ ხელოვნებაზე გავლენის შესახებ და თანამედროვე ანიმაციაში მიმდინარე პროცესებზე და შესაძლებლობებზე შეგიძლიათ გაიგოთ მასტერკლასზე ანიმაციაში, რომელსაც ჩაატარებს მხატვარი და ანიმაციის რეჟისორი დათო კიკნაველიძე.
მონაწილეთა ასაკი: 12-დან 18 წლამდე.

ქოსფლეი
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ქოსფლეი - კოსტუმირებული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეები თავიანთი ხელით შექმნილი ანიმაციური გმირების კოსტუმებით; საუკეთესო კოსტუმისა და პერფორმანსის ავტორები გამოვლინდებიან ფესტივალის დახურვის ცერმონიაზე.
თუ გიყვართ ანიმაცია, კომპიუტერული თამაშები, ფილმები და მხატვრული ლიტერატურა, თქვენ გაქვთ შანსი გარდაიქმნათ საყვარელ ანიმაციურ ან კინო გმირად - გაიარეთ რეგისტრაცია, დაამზადოთ კოსტუმი და თავად წარმოადგინეთ თქვენი საყვარელი გმირი.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოზარდს.

რომელ ღონისძიებაში გსურთ მონაწილეობა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
Без названия
სახელი, გვარი / Name, Surname *
Your answer
ელ- ფოსტა /E-mail *
Your answer
მისამართი / Address *
Your answer
ტელეფონის ნომერი/Phone number
Your answer
ნამუშევრის მოკლე აღწერა (გამოფენის და ქოსფლეის შემთხვევაში/ Describe your work (For exhibition and Cosplay)
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy