World Vision საქართველო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი SKYE NET პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-35 წლის ახალგაზრდებს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: დუშეთი, ხობი, ჩხოროწყუ,ზუგდიდი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი,ზესტაფონი და ბაღდათი.
მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
● ჰქონდეთ საინტერესო იდეა და სოციალური საწარმოს
დაარსების სურვილი;
● ჰქონდეთ არსებული სოციალურ საწარმო, რომელიც დაფუძნდა ბოლო
ერთი წლის განმავლობაში.
პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- სრულყოფილად შევსებული აპლიკაცია
- ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი
- განმცხადებლის მოტივაცია
- სოციალური გავლენა
წარმატებით შერჩეული 80-ზე მეტი ახალგაზრდა ერთი თვის განმავლობაში გაივლის
გადამზადებას შემდეგ მიმართულებებით:
- იდეის გარდაქმნა სოციალურ ბიზნეს ინიციატივად
- საწარმოს სოციალური მისიის ჩამოყალიბება
- საკადრო პოლიტიკა
- მარკეტინგი
- ფინანსური აღრიცხვა
- ბიზნეს გეგმა
ტრენინგების დასრულების შემდეგ, მონაწილეები ბიზნეს-გეგმას წარადგენენ თემატური ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან. დაფინანსდება 10-ზე მეტი იდეა/საწარმო. თითოეული გრანტის მოცულობა იქნება 5000-დან 20000 ლარამდე. დაფინანსებულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში გააგრძელონ მონაწილეობა ქოუჩინგისა და მენტორინგის პროგრამაში.
აპლიკაციები მიიღება 18 ივნისის ჩათვლით, 18:00 სთ-მდე.
ერთი ინიციატივა მაქსიმუმ სამი ახალგაზრდისაგან შემდგარმა ჯგუფმა შეუძლია წარმოადგინოს.
___________________________
„SKYENET - ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“ პროექტის
მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, მათი განვითარების ხელშეწყობა და სოციალური მეწარმეობის პოპულარიზება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Youth პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება WORLD VISION საქართველოს, WORLD VISION სომხეთის, IRIS სომხეთისა და MilleniuM მოლდოვის ტრენინგისა და განვითარების ინსტიტუტის მიერ.