ქალთა გაძლიერება 2016
2016 წლის 5 მარტს, 12:00-საათზე არსამთავრობო ორგანიზაციების Speak Up in Georgia & JCI Georgia მიერ განხორციელდება პროექტის პრეზენტაცია ქალთა გაძლიერების თემაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მეწარმეობის დარგში ქალთა რაოდენობის ზრდას და მათ ფსიქოლოგიურ-ემოციურ მხარდაჭერას პროფესიულ ასპარეზზე. პროექტის გენერალური სპონსორია ფონდი კონსტანტა.

5 მარტს, ღონისძიების ჩატარების ადგილი: თბილისი მარიოტი;

6 მარტს დაგეგმილია მონაწილეების ვიზიტი სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნო პარკში;
(ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეებისა და ბიზნესების განვითარებისთვის.)

მონაწილეების ასაკი არ არის განსაზღვრული და მათი შერჩევა მოხდება მაღალი მოტივაციის, ბიზნესის დაწყების ინიციატივის სურვილის და საჭიროებების მიხედვით;

პროექტის ფარგლებში მასტერკლასებს ჩაატარებენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუმრები:
*ქ-ნი თამარ ლებანიძე, ბანკი კონსტანტას და ფონდ კონსტანტას დამფუძნებელი (ღონისძიების მხარდამჭერი)
*ქ-ნი თიკა რუხაძე- ACT-ს დამფუძნებელი და დირექტორი; თავმდჯომარე „ქალები მომავლისათვის“; Growin-თანადამფუძნებელი;
*ქ-ნი ნინო ზამბახიძე- ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, „ჯორჯიან ბიზნეს ზონის" დირექტორი;
ქ-ნი თეონა ბაღდავაძე- კომპანია, Key Communication-დამფუძნებელი, PR-ში ტრენერი IBSU; მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
ექსპერტები ფსიქოლოგიის მიმართულებიდან: ქ-ნი ნათია ფანჯიკიძე და ქ-ნი ქეთევან ჭყოიძე, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ წარმატების მიღწევისათვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს და მაგალითებს.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ 2 თვიანი უფასო პრაქტიკული კურსი, გაეცნონ უახლეს მიღწევებს, მოისმინონ ყველაზე წარმატებული სტუმრების რჩევები, მიიღონ, როგორც ეკონომიკური ასევე ფსიქოლოგიური რჩევები. (ტრენინგები ჩატარდება კვირაში ერთხელ შაბათს/ კვირას)

*აპლიკაციის შემდგომ იქნება მონაწილეებთან ინტერვიუ;
* 5-6 მარტს ღონისძიების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი;
* აქტიური მონაწილეებისათვის ტრენინგის ბოლოს გაიცემა, ასევე კურსის გავლის სერტიფიკატი;

მხარდამჭერები: სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; Ihub Tbilisi, ინოვაციური მეწარმეობის სკოლა, რადიო თბილისი, Edulab, ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაცია, მოძრაობა KAR. GE და სხვა კომპანიები;

*პროექტი უფასოა მონაწილეებისთვის!
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ელ.ფოსტა *
მობილური ტელეფონი *
უნივერსიტეტი & სპეციალობა *
ორგანიზაცია/ კომპანია *
რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად *
თქვენი მიღწევები & გამოცდილება *
თქვენი ბიზნეს იდეა / დაინტერესება ბიზნესის დარგში *
თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა გაძლიერება? *
რას გეგმავთ პროექტში მიღებული გამოცდილების შედეგად: *
თქვენი (დამატებითი) კომენტარი
გთხოვთ, მონიშნეთ:   *
Required
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report