Request edit access
მეწარმე ქალებისთვის
იმერეთში მცხოვრებ მეწარმე ქალებს 📣

თუ დაინტერესებული ხარ შენი ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდით, გინდა გაიუმჯობესო ფინანსების მართვის უნარები და ამავე დროს, გაქვს საკუთარი ბიზნეს გამოწვევების გაზიარების მზაობა, ჩვენ გთავაზობთ ერთი მხრივ ჯგუფურ სწავლებას და მეორეს მხრივ, თქვენს ბიზნეს საჭიროებაზე ინდივიდუალურად მუშაობას.

სასწავლო პროგრამა დაფარავს შემდეგ თემებს:

1. ეკონომიკური აზროვნება -
- ეფექტიანობა, გაცვლა და შედარებითი უპირატესობა;
- მოთხოვნა, მიწოდება, კონკურენცია, დეფიციტი და საბაზრო პრინციპები;
- ფასდადების მეთოდი და მოგების მაქსიმიზაცია.

2. ფინანსური რესურსების მართვა და გადასახადები
- ბიუჯეტირება, ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები;
- თვითღირებულების განსაზღვრა, ნულოვანი მოგების წერტილი
- მარჟა, მთლიანი მოგების მარჟა, წმინდა მოგება

ბიზნეს საჭიროებაზე ინდივიდუალურად მუშაობა გულისხმობს თქვენს ბიზნესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და მისი მოგვარების სტრატეგიის შემუშავებას.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლება იმერეთის რეგიონში მოქმედ 20 მეწარმე ქალს, ხოლო, ინდივიდუალურად, ბიზნეს საჭიროებებზე ვიმუშავებთ კონკურსის წესით შერჩეულ 3 ბიზნესთან.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა:  13.04.2022.

პროექტის "ქალების ბიზნეს შესაძლებლობების გაძლიერება" მიზანია, იმერეთის რეგიონში მოქმედი ქალი მეწარმეების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესება.

პროექტი ხორციელდება "შემფუთველთა კლასტერთან" (PMAG) თანამშრომლობით და "ქალთა ფონდი საქართველოში" საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი
რას საქმიანობთ? (მოგვიყევით თქვენი ბიზნესის შესახებ)
რა პრობლემები და გამოწვევები გაქვთ ბიზნესში?  და რატომ უნდა ვიმუშაოთ კონკრეტულად თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად?
ელ.ფოსტა
ტელეფონის ნომერი
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy