ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის  (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და სამეგრელოში ადვოკატირების კამპანიის მხარდაჭერა. 
ადვოკატირების კამპანიამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ადგილებზე არსებული საჭიროებების მოგვარებას.  
კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2017 წლის 18 აგვისტომდე