კურსის შესახებ
კურსის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან მსუბუქი ავტომობილის აგებულებასა და ელექტრო დიაგნოსტიკის საფუძვლებს. კურსი ჩატარდება ონლაინ ფორმატში და დაფუძნებული იქნება სიმულაციურ სასწავლო პლატფორმა Electude-ზე. მონაწილეებს ექნებათ ელექტუდის ინდივიდუალური ანგარიშები და ყოველკვირეული სასწავლო გეგმა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება ცოდნა ელექტრო დიაგნოსტიკის ფუნდამენტებისა და ავტომობილის აგებულებისა და მუშაობის პრიცნიპების შესახებ.
კურსის ფორმატი
აღნიშნული კურსი არის სრულიად ონლაინ და ითვალისწინებს Electude-ის სასწავლო პლატფორმაზე მეცადინეობას. მონაწილეები ზემოთ ჩამოთვლილ თემებს ისწავლიან დამოუკიდებლად სიმულაციურ სასწავლო პლატფორმა ელექტუდის გამოყენებით. აღნიშნული კურსი იქნება ინდივიდუალური და არ მოიცავს სალექციო შეხვედრებს.
კურსზე წვდომის ხანგრძლივობა: 6 თვე
ტექნიკური მხარდაჭერა: საორიენტაციო შეხვედრა, მეილი, Facebook ჯგუფი
სრული კურსის ღირებულება: 450₾