ტესტი №11მ. საყვარელიძე შეყვარებულისაგან დაორსულდა, რომელმაც მოატყუა და დაჰპირდა, რომ ცოლად შეირთავდა. მან აბორტის გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებას ვერ მიმართა, რადგან შეეშინდა თავის ოჯახის წევრებს აღნიშნულის შესახებ არ გაეგოთ. 2023 წლის 29 იანვარს, ორსულობის მე-9 თვეს, იგი სპეციალურად გადმოხტა პირველი სართულის აივნიდან, რათა ნაყოფი მოეშორებინა. მართლაც, დავარდნის შედეგად მას ძლიერი სისხლდენა დაეწყო და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ექიმებმა ბავშვი დედის სხეულიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
შეაფასეთ მ. საყვარელიძის ქმედება.