ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა 4-დღიანი კურსია, რომელიც თბილისში, 2017 წლის 26-27 ოქტომბერს და 16-17 ნოემბერს ჩატარდება და ციფრული მარკეტინგის მეშვეობით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას და მომხმარებელთან ინტერნეტ სივრცეში კავშირის დამყარებას გასწავლით. ეს სემინარი 2015 წელს დაწყებული პროგრამის - ქალები ბიზნესში - ნაწილია და პროგრამის სხვა კომპონენტებით საშუალებით სარგებლობასაც იძლევა. სემინარის კურსი შედგება ორი სესიისგან, თითოეული სესია ორდღიანია, შუალედში შესვენებით. სემინარს გაუძღვებიან ნინო ანდრიაძე და მარიამ გენებაშვილი. მათი შერჩევის საფუძველი არის დიდი პრაქტიკული გამოცდილება კომპანიების წარმატებით ხელმძღვანელობისა და მათი გაფართოების ხელშეწყობის სფეროში. სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 290 ლარს. სემინარი ქართულ ენაზე ჩატარდება. სემინარის საფასური მოიცავს კურსის მასალების, კვებისა და სხვა ხარჯების ღირებულებას. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე
knowhowgeorgia@ebrd.com ან დარეკეთ ნომერზე +995 32 2447423.