Request edit access
ტრენინგი - დეზინფორმაციის გავლენა და მედია წიგნიერება
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე “დეზინფორმაციის გავლენა და მედია წიგნიერება”. პროექტი ხორციელდება ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს დეზინფორმაციის ფორმების და არხების, მედია წიგნიერების პრობლემატიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის საჭირო უნარ ჩვევების განვითარებას დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბების და პროპაგანდის იდენტიფიცირების მიმართულებით.

ტრენინგის მეორე ნაწილი მიეძღვნება ამავე თემატიკის საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას. მონაწილეებს შეეძლებათ წარმოადგინონ მცირე საპროექტო განაცხადდები. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ დაფინანსებას 400 ევროს ოდენობით.

ერთღიანი ტრენინგები გაიმართება საქართველოს 5 ქალაქში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, მოცემული გრაფიკით:

მარნეული - 28 ივნისი, 14:00 სთ. მისამართი: გიორგაძის ქ. #1
რუსთავი - 29 ივნისი, 13:00 სთ. მისამართი: რუსთაველის ქ. #30ა
ახალციხე - 6 ივლისი, 13:00 სთ. მისამართი: მანველიშვილის ქ. #19
ქუთაისი - 26 ივლისი, 17:00 სთ. მისამართი: წერეთლის ქ. #69
ბათუმი - 27 ივლისი, 13:00 სთ. მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. #33


ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობის მიღება:

მონაწილეობის მიღება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს და სხვა ამ თემატიკით დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, ან დაგვიდასტუროთ მონაწილეობა ელ ფოსტაზე gissinstitute@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599726388


ესტუმრეთ GISS-ის facebook-ის გვერდს: https://www.facebook.com/GISSGeorgia/?eid=ARC_uAIWmAWU59tGGLzoWW3v2Hgn94w2g3kyZSBB3ezw_B_duBtJGQBbJ3U3SGudXF7EKebqWquh9Jts

რომელ ქალაქში დაესწრებით ტრენინგს *
სახელი და გვარი *
ტელეფონის ნომერი *
ელ-ფოსტა
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service