18 მაისი, 14:00-დან 16:00- მდე, 2018 წელი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #59
არასამთავრობო ორგანიზაციები და მოხალისეები ერთიანდებიან საზოგადოების საკეთილდღეოდ!
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდ-ი” განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით მართავს ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმს იმერეთში, ქუთაისში. ღონისძიების აღნიშვნას მშვიდობის კორპუსის მოხალისეების დახმარებით ჩაეყარა საფუძველი.
მოხალისეობის გამოფენის მხარდამჭერია თბილისსა და ქუთაისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო, ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი.
ღონისძიების მიზანია მოხალისეობის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღის კულტურის პოპულარიზაცია. გამოფენა ყოველწლიურად ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობას.
გამოფენა-ფორუმში მონაწილეობს 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, უსინათლოებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროგრამები, სადაც მსურველებს შეეძლებათ დარეგისტრირება და მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვა.
ორგანიზაციებმა თავიანთ მაგიდაზე უნდა წარმოადგინონ: ორგანიზაციის 1 ან 2 წარმომადგენელი და ორგანიზაციის და საქმიანობის ამსახველი მასალა (ბროშურები, ფლაიერები, ბანერი და ა.შ)
საკონტაქტო ინფორმაცია: 551 143 595, ელ-ფოსტა:
helpingvolunteer@gmail.com განაცხადის მიღება წარმოებს ამა წლის 12 მაისამდე.