ევროპის უნივერსიტეტი მუდმივად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. უნივერსიტეტის სტრატეგიიდან გამომდინარე, ვიაზრებთ რა სოციალურ პასუხისმგებლობას, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრისა და სამართლებრივი დახმარების ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გთავაზობთ საჯარო პანელურ დისკუსიას თემაზე: "ჩემი ხმა ზრდასრულებს"
ინფორმაცია ღონისძიების შესახებ:
დრო: 27 დეკემბერი, პარასკევი, 15:00 საათი
ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი.
განსახილველი თემები:
• მოზარდების უფლებები
• როგორ მიმდინარეობს მოზარდების დაკითხვა, რა სტანდარტები უნდა იქნას დაცული დაკითხვის/გამოძიების პროცესში;
• მოზადრების უფლებები სკოლაში;
• მოზარდების ფსიქოლოგიური პრობლემები და მისი პრევენცია.
პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან არასრულწლოვანთა საქმეების ადვოკატები და ამავე სფეროს წამყვანი სპეციალისტები.
პანელურ დისკუსიას დაესწრებიან მოსწავლეები სხვადასხვა სკოლიდან და მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები.