Request edit access
კლუბების არჩევის ფორმა
ძვირფასო მშობლებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს სკოლაში შესაძლებელია დამატებითი უფასო და ფასიანი კლუბების ორგანიზება სასწავლო დღის მეორე ნახევარში. კლუბები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სკოლიდან გაუსვლელად, დამატებით დაესწრნონ მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს.

თითოეულ სემესტრში შესაძლებელია ერთი ან ორი კლუბის არჩევა (მთავარია, კლუბების ჩატარების დრო არ ემთხვეოდეს ერთმანეთს).

გარდა ჩამოთვლილი კლუბებისა, თქვენი სურვილით შეგიძლიათ, მიუთითოთ ნებისმიერი სასურველი დამატებითი კლუბი და მსურველთა საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში (მინიმუმ 10 მოსწავლე) შესაძლებელი იქნება ამ კლუბის შექმნა.

2018 - 2019 სასწავლო წელს კლუბები იწყება 1-ელი ოქტომბრიდან. აღნიშნული ფორმის შევსების ბოლო ვადაა 28 სექტემბერი.

შეგახსენებთ, რომ ცხენოსნობის წრის გარდა, ყველა წრის საფასურის ანგარიშსწორებას ახდენთ უშუალოდ კლუბის პედაგოგთან.


პატივისცემით,

ბაქსვუდის სკოლის ადმინისტრაცია

მოსწავლის სახელი / გვარი *
Your answer
მოსწავლის კლასი *
ცხენოსნობა
აღწერა:
საცხენოსნო კლუბის ფარგლებში მოსწავლე დაეუფლება ცხენზე ჯდომის, მისი მართვისა და ჯირითის ტექნიკას.

იპოთერაპია, იგივე საცხენოსნო მკურნალობა, ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა. განსაკუთრებით მიზანშეწონილია სქოლიოზის, ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების შემთხვევაში, აუმჯობესებს მოტორული და ფსიქოგენური დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობას.

ცხენზე ამხედრება ადამიანს საკუთარი თავის რწმენას უმყარებს. მას ემორჩილება ცხოველი, ზემოდან დაჰყურებს არემარეს, გარშემომყოფებს, თავს გამარჯვებულად, ძლიერად გრძნობს. ეს ყველაფერი ძალიან უწყობს ხელს ადამიანში თვითრწმენის განმტკიცებას.
მეცადინეოებები ჩატარდება მსურველთა ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით.

ბერეიტორი, ცხენოსნობის კლუბის ხელმძღვანელი - გოგა ქობლიანიძე - 591158617
კლუბის ღირებულება გახლავთ: 100 ლარი (4 გაკვეთილი).

ქართული ცეკვის წრე
აღწერა:
ქართული ცეკვის წრე დაეხმარება მოსწავლეებს შეისწავლონ ქართული ხალხური ცეკვა, გახდნენ მეტად პლასტიურები და მოქნილები.
ქართული ცეკვა მოსწავლეებს საგაკვეთილო ცხრილშიც უზით, წრის სიღრმისეულად შესასწავლად მშობელს დამატებით შეუძლია აიღჩიოს აღნიშნული კლუბი.
კლასები: სკოლამდელი აღზრდის ცენტრი - IV

კლუბის ხელმძღვანელი: ეკა ოძელაშვილი
კლუბის ღირებულება: 40 ლარი
კლუბის ხანგრძლივობა: 1.45 საათი
მეცადინეობები ჩატარდება: ორშაბათს და ოთხშაბათს, Prep. Time-ის დროს (დღეები შეიძლება შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე).

ხატვა
ხატვის კლუბი მოსწავლეებს ეხმარება წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაში, წარმოსახვითი და შემოქმედებითი უნარების დახვეწაში.

კლუბის ხელმძღვანელი: ნინო ბორჩაშვილი - 551 000 603
კლასები: I-VI
კლუბი ღირებულება გახლავთ: 40 ლარი
კლუბის ხანგრძლივობა: 45 წუთი
მეცადინეობები ჩატარდება ორშაბათსა და ოთხშაბათს Prep. Time-ის დროს.

მხატვრული ტანვარჯიში
მხატვრული ტანვარჯიში მოსწავლეს ეხმარება, იყოს უფრო მოქნილი და პლასტიკური და კლუბური მეცადინეობის დროს მიღებული ცოდნა სკოლაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონიძიებაზე გამოავლინოს.

კლასი: 0-VII

კლუბის ხელმძღვანელი: თეონა ხელაია - 555 40 71 98
კლუბის ღირებულება - 40 ლარი
კლუბის ხანგრძლივობა: 1.30 საათი
მეცადინეობები ჩატარდება: ორშაბათი - ოთხშაბათი Prep. Time-ის დროს.

ბალეტი
აღწერა:
ბალეტის წრე მოსწავლეებს ეხმარება გახდნენ უფრო დახვეწილები და ნაზები. ისინი შეისწავლიან საბალეტო ხელოვნებას, იმუშავებენ ძელთან და დახვეწენ როგორც ყოველდღიურ ასევე საცეკვაო მოძრაობებს.

კლუბის ხელმძღვანელი:
კლუბის ღირებულება: 70 ლარი
კლასი: I-IV
მეცადინეობები ჩატარდება: ოთხშაბათი და პარასკევს, Prep. Time-ის დროს
კლუბის ხანგრძლივობა: 1.45 საათი
კლუბის შედგება 10 მსურველის შემთხვევაში.

მუსიკის წრე
აღნიშნული კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან:
1. ვოკალი ( გაკვეთილი დაიწყება გამღერებით, ტექნიკური სავარჯიშოებით,
მუშაობა სუნთქვაზე, სწორ პოზიციაში სიმღერაზე და ა.შ.)
2. კლასიკური მუსიკა (საგუნდო ნაწარმოებების, თანამედროვე კომპოზიტორების კლასიკური ნიმუშების შესწავლა. მუშაობა ცალკე პარტიებთან და ინდივიდუალურად ბავშვთან. მოხდება მათი მომზადება გუნდში სამღერლად.)

კლუბის ხელმძღვანელი: თამარ ნიკოლაიშვილი - 593240719
კლუბის ღირებულება: 40 ლარი
კლუბის ხანგრძლივობა: 1 საათი
მეცადინეობები ჩატარდება: ორშაბათს და ხუთშაბათი, Prep. Time-ის დროს

ბაქსვუდის ბენდი
ბენდის ფარგლებში მოსწავლეები დაეუფლებიან:
✔ კლავიშს
✔ დრამს
✔ ელექტრონულ და ბას გიტარას

კლუბის ღირებულება - 50 ლარი.
კლასი: III-IX

ესპანური ენის შემსწავლელი კლუბი - „Qué viva España”
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა- თბილისში იხსნება ესპანური ენის შემსწავლელი კლუბი- „Qué viva España”.

კლუბური მუშაობა გაიმართება კვირაში 2-ჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს (Meeting Room-ში), გაკვეთილების შემდეგ. ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი.

კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველა VII დაVIII კლასელ მოსწავლეს.
ესპანური ენის კლუბური მუშაობა მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავებას, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას და განვითარებას, მეტყველების უნარის განვითარებას, გრამატიკული უნარ- ჩვევების მეტყველებაში გამოყენებას, ქვეყნის კულტურის გაცნობას.
კლუბის საფასური შეადგენს თვეში 40 ლარს.

კლუბის ხელმძღვანელი - ესპანური ენის პედაგოგი, მაკა ქარქაშაძე - 599903625

რუსული ენის შემსწავლელი წრე
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა- თბილისში იხსნება რუსული ენის შემსწავლელი წრე.

კლუბური მუშაობა გაიმართება კვირაში 2-ჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს (Comp. Lab-ში), გაკვეთილების შემდეგ. ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი.

კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველა VII დაVIII კლასელ მოსწავლეს.
კლუბის საფასური შეადგენს თვეში 40 ლარს.

კლუბის ხელმძღვანელი - რუსული ენის პედაგოგი


სასკოლო ჰუმანიტარული განათლების პროექტი „ფილმმი“
პროექტი „ფილმი“ სკოლის მოსწავლეთა ფართო სოგადი ჰუმანიტარული განათლების მიზნით იქმნება. პროექტის სახელწოდება აბრევიატურაა, რომელიც ხუთი დისციპლინის ერთობას გამოხატავს:
1. ფილოსოფია (ფ)
2. ისტორია (ი)
3. ლიტერატურა (ლ)
4. მუსიკა და მხატვრობა (მ)
5. იერარქია, ანუ ღირებულებები (ი)

კლუბში გაწევრიანება უფასოა

გაეროს მოდელირების კლუბი (ინგლისურ ენაზე)
გაეროს მოდელირება აკადემიური როლური კონფერენციაა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანოს სიმულირებას წარმოადგენს. მოდელირების პროცესში მონაწილეები ხდებიან დიპლომატები, წარადგენენ და იცავენ შერჩეული ქვეყნების პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს, და მოკავშირეებთან ერთად წარადგენენ რეზოლუციას, როგორც მთელი კონფერენციის საბოლოო შედეგს. ამ დიპლომატიური თამაშის უმთავრესი მიზანია დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა, კომუნიკაციური და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების განვითარება, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების გაცნობა. კლუბის მონაწილეებს ექნებათ შანსი მონაწილეობა მიიღონ მოდელირების სასკოლო, ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებზე.
კლასები: X - XII

პედაგოგი: არჩილ სუმბაძე (ელ.ფოსტა: headmaster@buckswood.ge),
კლუბის ღირებულება: კლუბის სატრენინგო-სასემინარო ნაწილი უფასოა. მონაწილეთა ხარჯი მოიცავს ეროვნულ ან საერთაშორისო მოდელირებაში მონაწილეობის საფასურს (მხოლოდ სურვილის შემთხვევაში), რაც ინდივიდუალურია და განისაზღვრება შერჩეული მოდელირების მდებარეობით.
მეცადინეობები ჩატარდება: სამშაბათს Prep. Time-ის დროს
ლოკაცია: Math1

თექა
აღწერა:
თექის წრე მოსწავლეებს ეხმარებათ წვრილი მოტორიკის განვითარებაში.
კლუბის წევრები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა გამოფენებსა და გამოფენა/გაყიდვებში.
კლასი: I-V

კლუბის ხელმძღვანელი: ნატო ტომარაძე - 593393945
კლუბის ღირებულება: 40 ლარი
მეცადინეობები ჩატარდება სამშაბათსა და პარასკევს, Prep. Time-ის დროს

ფოტო-ხელოვნების კლუბი (2-თვიანი კურსი)
აღნიშნული კლუბის ფარგლებში მოსწავლეები დაეუფლებიან ფოტოების გადაღების ხელოვნებას, იმუშავებენ სხვადასხვა პროექტზე, მონაწილეობას მიიღებენ ფოტო გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში.

VI - X კლასები

კლუბის ხელმძღვანელი გახლავთ გურამ მურადოვი.

კლუბის ღირებულება: 250 ლარი (სრული კურსი).

კლუბის ჩატარების დღეები განისაზღვრება დარეგისტრირებული მოსწავლეების ასაკის მიხედვით.

ფეხბურთის კლუბი
აღწერა:
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის ბაზაზე არსებული საფეხბურთო აკადემია ,,ბაქსვუდი’’ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. ბავშვები დაეუფლებიან ფეხბურთის თამაშის ტექნიკას და მიიღებენ ტურნირებში მონაწილეობას. ვარჯიშები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ,
ოთხშაბათი - პარასკევი : I-IV კლასი
სამშაბათი - ხუთშაბათი: V-VIII კლასი

კლუბის ხელმძღვანელები: რეზი ქემოკლიძე, 555093003, თენგიზ უგრეხელიძე - 568889649
კლუბის ღირებულება: 60 ლარი
საბანკო ანგარიშის ნომერი: GE98BG00000007225115

ფრენბურთის კლუბი
ფრენბურთი მოსწავლეებს უვითარებს გუნდურ პასუხისმგებლობას, ყურადღებისა და ბურთის ფლობის უნარს.

კლუბის წევრები სასწავლო წლის განმავლობაში შეეჯიბრებიან სხვადასხვა სკოლის ფრენბურთის გუნდებს.

კლუბის ხელმძღვანელია: შალვა თევზაძე - 577 98 87 99
კლუბის ღირებულება: 50 ლარი
მეცადინეობები ჩატარდება Prep. Time-ის დროს - სამშაბათსა და ხუთშაბათს

რაგბი
რაგბის წრე მოსწავლეებს ეხმარება, შეეჩვიონ გუნდურ თამაშს, გახდნენ მეტად სპორტულები და აქტიურები. კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჩემპიონატებში.
რაგბი მოსწავლეებს საგაკვეთილო ცხრილშიც უზით, წრის სიღრმისეულად შესასწავლად მშობელს დამატებით შეუძლია აიღჩიოს აღნიშნული კლუბი.
კლასები: I-IV

კლუბის ხელმძღვანელია: პაატა ურუშაძე - 555389682
კლუბის ხანგრძლივობა: 1 საათი
კლუბის ღირებულება: 50 ლარი
მეცადინეობები ჩატარდება: სამშაბათს და პარასკევი, Prep. Time-ის დროს

ჭადრაკი
აღწერა:
ჭადრაკის კლუბი მოსწავლეს ეხმარება მათემატიკური უნარების განვითარებასა და ლოგიკური მსჯელობის აზროვნების ჩამოყალიბებაში.
ჭადრაკი მოსწავლეებს საგაკვეთილო ცხრილშიც უზით, წრის სიღრმისეულად შესასწავლად მშობელს დამატებით შეუძლია აიღჩიოს აღნიშნული კლუბი.
კლასები: I-IV

კლუბის ხელმძღვანელი: ზურა მიქავა - 593140700
კლუბის ღირებულება: 40 ლარი
მეცადინეობები ჩატარდება: სამშაბათს და ხუთშაბათს, Prep. Time-ის დროს

კალათბურთი
სპორტის ეს სახეობა ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდასა და გამართული სხეულის ჩამოყალიბებას. ვარჯიშები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ და მოთამაშეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტურნირებში.
კალათბურთი უმაღლესისკოლის მოსწავლეებს საგაკვეთილო ცხრილშიც უზით, წრის სიღრმისეულად შესასწავლად მშობელს დამატებით შეუძლია აიღჩიოს აღნიშნული კლუბი.
კლუბის ხანგრძლივობა: 1 საათი

კლუბის ხელმძღვანელი: დავით ჩარგეიშვილი - 551001778
კლუბის ღირებულება: 50 ლარი
მეცადინეობები ჩატარდება: Prep. Time-ის დროს სამშაბათსა და ხუთშაბათს
Future Problem Solving Program International სასკოლო კლუბი VII - XI კლასებისთვის
კლუბის მიზანი: კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარ-ჩვევების
განვითარება სკოლის მოსწავლეებში, კლუბის წევრთა ლიდერებად ჩამოყალიბება და მათში
მომავლის ხედვის განვითარება.

4 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე. სამუშაო შეხვედრა და სწავლება მიმდინარეობს ინგლისურად. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გარდა საკლუბო შეხვედრებისა მონაწილეები სტუმრობენ სფეროს ექსპერტებს.

კლუბის თემატიკა: ბიზნესი და ეკონომიკა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები,
საზოგადოება და პოლიტიკა, მედია, გლობალური და ადგილობრივ თემში არსებული
პრობლემები.

მონაწილეთა ნაშრომებს ასწორებს პროგრამის სათაო ოფისი ჩიკაგოში, აშშ. გამარჯვებული
კონკურსანტები მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ივნისის შუა რიცხვებში

კლუბის ღირებულება გახლავთ: 100 ლარი (4 გაკვეთილი). ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი - 9 ივნისი.

ბეისბოლისა და სოფტბოლის კლუბი
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ბეისბოლის, სოფტბოლის თიიბოლის, ქიქბოლის თამაშს. . აღნიშნული თამაშები ხელს უწყობს ძირითადი მოტორული უნარების და ისეთი ფიზიკური თვისებების განვითარებას, როგორიცაა: მოძრაობის სისწრაფე, სწრაფი აზროვნება, სიმარჯვე, კოორდინაცია და ბალანსი.

კლუბის ხელმძღვანელი - ნინო აბუსერიძე.

კლუბის ღირებულება: 50 ლარი
მეცადინეობები ჩატარდება: Prep. Time-ის დროს

კრივის კლუბი
კრივი არის კეთილშობილური და ინტელექტუალური სპორტი.

კრივის დროს შეისწავლება ყურადღება, მობილიზება, ელასტიურობა, ფიზიკური სისწრაფე და სწრაფი აზროვნება. ვარჯიშის მიმდინარეობის დროს მუშაობს ორგანიზმის თითოეული კუნთი. მოკრივე ხდება როგორც თავდაჯერებული ადამიანი, ასევე, ლმობიერი და დინჯი.

კრივი ასევე კარგია მხედველობის ასამაღლებლად და განსავითარებლად.


კლუბის ღირებულება: 50 ლარი
მეცადინეობები ჩატარდება: Prep. Time-ის დროს

პროგრამირების კლუბი (III-IV კლასები)
პროგრამირების კლუბი განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც შეისწავლიან ვიზუალური პროგრამირების საწყისებს, შექმნიან თამაშებსა და მარტივ პროგრამებს საკუთარი გემოვნებითა და ფანტაზიით.

კლუბის ხელმძღვანელი: რომა სანაია
კლუბის ღირებულება: 80 ლარი
მეცადინეობები ჩატარდება: Prep. Time-ის დროს

გთხოვთ ქვემოთ მიუთითოთ წრე, რომლის დამატებასაც ისურვებდით კლუბების ჩამონათვალში (კლუბი დაემატება 10 მსურველის შემთხვევაში)
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service