პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს სტრატეგიული ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ძირითადი პრონციპები, რათა მან შეძლოს ბრენდის პლატფორმისა და მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირება. კურსის განმავლობაშო მსმენელები გაეცნობიან როგორ იქმნება ბრენდის იდენტობა და ხედვა, დეტალურად შეისწავლიან რა ნაბიჯები უნდა გადადგან მის ასაშენებლად, როგორ უნდა შეურჩიონ ბრენდს მთავარი საკომუნიკაციო გზავნილები, როგორ დაარქვან სახელი და რა დეტალები გაითვალისწინონ ბრენდის დიზაინის შექმნისას. ასევე როგორ შექმნან განსხვავებული პროდუქტი ან სერვისი ტურიზმში, რომელსაც ექნება უნიკალური მახასიათებლები და რა ძირითადი მარკეტინგული პრინციპები გამოიყენონ მისი პროდუქტისა ან სერვისის ეფექტურად წარმოსაჩენად.
პროგრამის შექმნაზე იმუშავეს სექტორის როგორც ადგილობრივმა, ისე ესპანელმა ექპერტებმა ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტიდან, რამაც განაპირობა პროგრამის როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
პროგრამის სტრუქტურა:
პროგრამის ხანგრძლივობა - 4 თვე (16კვირა)
ლექციის ხანგრძლივობა - 2.5 საათი
ლექციები ჩატარდებაქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (მის.: მერაბ ალექსიძის ქ. 10, თბილისი)
პროგრამის საფასური შეადგენს 1350 ლარს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
კურსი დაიწყება 2025 წლის მარტში!