დღეს ბევრი ლიტერატურა, ლექცია თუ ვიდეო მასალაა ხელმისაწვდომი, რომელიც დამხმარეა მშობლებისთვის ბავშვის აღზრდის პროცესში. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფსიქოგანათლება საჭირო, მაგრამ არასაკმარისია მშობლისთვის დამხმარე დამოკიდებულებისა თუ უნარების განვითარებისთვის. პოზიტიური მშობლობის ერთ-ერთი წინაპირობაა, მშობელს შეეძლოს კარგად ყოფნა.
მშობლობა, სასიამოვნო ემოციებთან ერთად ამავდროულად პასუხისმგებლობის ტვირთსა და ბევრ გამოწვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, შეძლო მშობლობით მიიღო სიამოვნება, გამოცდილება კი პიროვნული ზრდისთვის გამოიყენო. შეხვედრები ითვალისწინებს მშობლებთან მუშაობის ფორმას, რომელიც მოიაზრებს გამოცდილებაზე და გამოცდილების გაზიარებულ გააზრებაზე დაფუძნებულ სწავლებას და ორიენტირებულია დაეხმაროს მშობლებს ცოდნასთან ერთად შესაბამისი დამოკიდებულებისა თუ უნარების განვითარებაში. პროგრამა ეფუძნება და აერთიანებს პიროვნების განვითარებასთან, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულების თეორიებსა და თემის შესაბამის თანამედროვე კვლევებს.
შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს პოზიტიური მშობლობისთვის დამხმარე ისეთი დამოკიდებულების, ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მშობელს იზრუნოს საკუთარი და ბავშვის ფსიქო – ემოციურ კეთილდღეობაზე.
შეხვედრების თემატიკა განსაზღვრულია ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს აქვს მასთან დაკავშირებული აქტუალური თემები, მონაწილეები ნაწილდებიან
ბავშვთა
ასაკის მიხედვით.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, დაიშვება არაუმეტეს 12 მონაწილე.
გაითალისწინეთ, მშობელთა კლუბში დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.