გამოითხოვე და დაამუშავე საჯარო ინფორმაცია IDFI-სთან ერთად
IDFI გთავაზობთ ერთად გამოვავლინოთ საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები და ერთად ვაკონტროლოთ ხელისუფლება! თქვენი იდეების გათვალისწინებით, IDFI გამოითხოვს საჯარო ინფორმაციას და მოამზადებს მონაცემების ანალიზს.
IDFI პროცესში ჩართვასაც გთავაზობთ. კერძოდ, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:
- IDFI-ს მკვლევარებთან ერთად დაწეროთ ერთობლივი სტატია;
- გაიაროთ კონსულტაციები საჯარო მონაცემების დამუშავებაზე;
- გაიგოთ მეტი საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო ფინანსების შესახებ;
- თქვენი სტატია გამოქვეყნდეს IDFI-ს ვებგვერდზე.
გაგვიზიარეთ კითხვები, რომელზეც ისურვებდით ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მიღებას და ანალიზის მომზადებას.
ეცადეთ კითხვები ეხებოდეს კონკრეტულ საკითხებს (მაგ, სახელმწიფოს ვალის დინამიკა, კონკრეტული უწყებების ბიუროკრატიული ხარჯები, დანაშაულის სტატისტიკა და ა.შ.).
ზოგადი თემატიკა შეიძლება იყოს: განათლება; გარემოს დაცვა; ეკონომიკა; ფინანსები; საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციული ხარჯები; ადგილობრივი თვითმმართველობა; სოციალური საკითხები; ჯანდაცვა; სტატისტიკური მონაცემები და სხვა.