Request edit access
ფინედუს დესპანი მასწავლებლების ანგარიშგების ფორმა - GMW 2026

მოსწავლეებთან ფინანსური განათლების თემაზე შეხვედრის შემდეგ, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ანგარიშგების ფორმა და დააჭიროთ გაგზავნის (submit) ღილაკს.

თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია დაგვეხმარება პროექტის გავრცელების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებაში. ასევე, აუცილებელია თქვენთვის დესპანის სერტიფიკატის გამოსაგზავნად.

Sign in to Google to save your progress. Learn more

მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი (ზუსტად ისე, როგორც გსურთ რომ ეწეროს სერტიფიკატზე)

*

ჩაწერეთ თქვენი სკოლის დასახელება (ზუსტად ისე, როგორც გსურთ რომ ეწეროს სერტიფიკატზე)

*

მიუთითეთ სკოლის დასახელება, სადაც ჩაატარეთ ფინანსური განათლების შეხვედრა

*

მიუთითეთ ქალაქი/დაბა/სოფელი, სადაც მდებარეობს სკოლა

*

აირჩიეთ რეგიონი/მუნიციპალიტეტი, სადაც მდებარეობს სკოლა

*

მონიშნეთ ასაკობრივი კატეგორია, რომელთანაც ჩაატარეთ შეხვედრა

*
Required

მიუთითეთ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა

*

მიუთითეთ შეხვედრა(ებ)ზე დამსწრე მოსწავლეების ჯამური რაოდენობა

*

ჩააკოპირეთ შეხვედრის შესახებ პოსტის ბმული თქვენი პირადი ფეისბუქგვერდიდან (პოსტი უნდა იყოს საჯარო - Public)

*

მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც გამოგეგზავნებათ სერტიფიკატი

*

მოცემული უკუკავშირის ფორმის შევსებით ეთანხმებით, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის (მის.: ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1, თბილისი 0114; ტელ.: +995 322 406 406; ელ.ფოსტა: info@nbg.gov.ge) მიერ, თქვენი იდენტიფიცირების, პროექტში მონაწილეობის დადასტურების, თქვენთვის მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გამოგზავნისა და ასევე, პროექტის „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ გავრცელების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, რომლის საფუძველია თქვენი ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობა, ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ფინანსური განათლების თვალსაზრისით.

აღნიშნული ფორმის შევსების გარეშე, თქვენ ვერ შეძლებთ სერტიფიკატის მიღებას.

თქვენ მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდება პროექტის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდგომ 1 წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა ან განადგურება. თქვენ ასევე, ყოველგვარი საფასურის გარეშე, შეგიძლიათ მოითხოვოთ საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება (ელექტრონულ ფოსტაზე info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით). თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა, რა დროსაც შეწყდება თქვენი მონაცემების დამუშავება და ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ აღარ იქნება მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). თქვენ შეგიძლიათ ეს თანხმობა გამოიხმოთ,  ელექტრონულ ფოსტაზე info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით, ამ შემთხვევაში, თქვენ ვეღარ შეძლებთ სერტიფიკატის მიღებას.

თქვენი ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. https://nbg.gov.ge), ხოლო თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. https://pdp.sao.ge/ka) ან სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

*

ვინაიდან თქვენი მონაცემების შეგროვება ხდება ,,Google“ პლატფორმის მეშვეობით, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაიცეს ისეთ სახელმწიფოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიიჩნევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნად და იქ არსებული მონაცემთა უსაფრთხოების ზომები არ შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს რაც უზრუნველყოფილია ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნებში.

თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ მონიშნული თანხმობა, რა დროსაც წაიშლება ,,Google“ პლატფორმაზე არსებული, თქვენ მიერ მითითებული მონაცემები, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თქვენ შეგიძლიათ ეს თანხმობა გამოიხმოთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით. ამ შემთხვევაში, თქვენ ვეღარ შეძლებთ სერტიფიკატის მიღებას.

ამასთან, ,,Google“ პლატფორმის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე - https://policies.google.com/privacy

*
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report