Request edit access
შაბათის აკადემიის კომბინირებული პროგრამა მე-5/მე-6/ მე-7/მე-8 კლასელებისათვის. 

ორგანიზატორი: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები.

შემეცნებითი და სახალისო შაბათი - განახლებული პროგრამა "მომავლის ბავშვებისთვის" ამ ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკური ინტერესების და გამოწვევების გათვალისწინებით შეიქმნა

ვიწვევთ ნებისმიერი სკოლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს. შაბათის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და მათი მოტივაციის ამაღლებას. პროგრამა დაეხმარება მოსწავლეებს შემდგომი კლასების სასწავლო მასალის მეტი თვითრწმენით დაძლევაში.

მე-5 დან მე-8 კლასის ჩათვლით კომბინირებული პროგრამა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას და სპორტულ აქტივობებს.

  ძირითადი მიმართულებებია:

-წიგნიერება: ლიტერატურული აზროვნება და პრეზეენტაციის ტექნიკები ქართულად

-ინგლისური: სახალისო შემეცნებითი აქტივობები ინგლისურენოვან პედაგოგთან

-“AI ია", მე და ხელოვნური ინტელექტი

  წიგნიერება: ლიტერატურული აზროვნება და პრეზეენტაციის ტექნიკები ქართულად  (50 წთ) 

წიგნიერება -  ქართული წერა, მხატვრული ტექსტის გააზრება და პრეზენტაციის ხელოვნება - ეს კურსი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კითხვისა და წერის უნარების გაუმჯობესებას, ლიტერატურული ტექსტების ღრმად გააზრებასა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას. კურსი ნაწილობრივ ინტეგრირებული იქნება ხელოვნების მიმართულებასთან, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის ვიზუალური, ემოციური და სიმბოლური შრის უკეთ აღქმაში, ასევე საკუთარი იდეების პრეზენტაციისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნარების განვითარებაში. 

“AI ია", მე და ხელოვნური ინტელექტი (50 წთ) 

კურსი „მე და ხელოვნური ინტელექტი" მოსწავლეებს ეხმარება სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების სწორად და ეთიკურად გამოყენებით. კურსის მსვლელობისას მოზარდები გაიგებენ რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, რაც მათ საშუალებას მისცემს AI მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენონ, სწავლის პროცესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სწავლების მეთოდი დაფუძნებულია მარტივი, ინტერაქციული და პრაქტიკული ამოცანების მეშვეობით ტექსტების, აუდიო და ვიზუალური მასალის შექმნაზე. შედეგად, მოსწავლეებს უვითარდებათ საბაზისო ტექნიკური და შემოქმედებითი უნარები, ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება. 

კურსს გაუძღვება AI კონტენტ კრეატორი, AI ტრენერი, ქოფირაითერი, ბლოგერი, მარკეტინგის და რეკლამის სფეროში 20 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ბექა მოლაშვილი.

 ინგლისური  (50 წთ) 

ეს არის სახალისო და ინტერაქტიული ინგლისურის კურსი ინგლისურენოვან პედაგოგთნ ერთად, რომელსაც მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება აქვს.
მოსწავლეები ინგლისურად მოსმენის, გააზრების და მეტყველების უნარების გავითარებას შეძლებენ თამაშების, პრეზენტაციების, ჯგუფური სამუშაოების და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით. 

სპორტული აქტივობები (50 წთ)

ამერიკული აკადემიის სპორტულ დარბაზსა და ეზოში ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში: კლდეზე ცოცვა, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი და ბადმინტონი. 

პროგრამას წარუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები. ჯგუფში მაქსიმუმ 15 მოსწავლე მოიაზრება. 

პროგრამის ხანგძლივობაა სამი თვე - ყოველთვიური (ერთი სესიის - ოთხი შაბათის) ღირებულებაა 400 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება, სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება).

ფუნქციონირებს ყოველ შაბათს - 11:00 დან 15:00 სთ-მდე (დასვენების შემთხვევაში, აუცილებლად გამოქვეყნდება ინფორმაცია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე)  

შაბათს სკოლის ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს

შაბათის აკადემიის კალენდარი 2026-2027 სს წელი 

შემოდგომის სესია

   3 ოქტომბერი

10 ოქტომბერი

17 ოქტომბერი

24 ოქტომბერი (1 სესია) 

31 ოქტომბერი

14 ნოემბერი

21 ნოემბერი 

28 ნოემბერი (2 სესია) 

  5 დეკემბერი

12 დეკემბერი

19 დეკემბერი 

26 დეკემბერი (3 სესია)

გაზაფხულის სესია

  6 თებერვალი

13 თებერვალი

20 თებერვალი

27 თებერვალი (1 სესია)

  6 მარტი

20 მარტი

27 მარტი 

  3 აპრილი (2 სესია)

10 აპრილი

17 აპრილი

24 აპრილი 

   8 მაისი (3 სესია)

ფორმის შესავსებათ გადადით შემდეგ გვერდზე (Next ღილაკით)

Sign in to Google to save your progress. Learn more
სარეგისტრაციო ფორმა
გთხოვთ შეავსოთ ქართული შრიფტით
მოსწავლის სახელი                                   *
მოსწავლის გვარი                                     *
მოსწავლის პირადი ნომერი *
თქვენი სკოლის დასახელება
კლასი *
Required
მოსწავლე ესწრებოდა შაბათის აკადემიის კურსებს *
Required
მოსწავლის წარმომადგენელი მშობლის ან მეურვის სახელი და გვარი *
მოსწავლის წარმომადგენელი მშობლის ან მეურვის პირადი ნომერი *
მისამართი *
მოსწავლის წარმომადგენელი მშობლის ან მეურვის ტელეფონის ნომერი *
მოსწავლის წარმომადგენელი მშობლის ან მეურვის ელექტრონული ფოსტის მისამართი *
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of The G.Zaldastanishvili American Academy in Tbilisi.

Does this form look suspicious? Report