ქართული ენა და ლიტერატურა
ყურადღებით წაიკითეთ ზაზა ბიბილაშვილის მინიატურა
„ბაყბაყი და ბაყბაყა“ და უპასუხეთ კითვებს.
ზაზა ბიბილაშვილი
ბაყბაყი და ბაყბაყა
...
ბაყბაყი შეყვარებული იყო. უპასუხოდ, უიმედოდ, სასიკვდილოდ.
თითქმის სულ ასე - გულაღმა ეგდო ქვაბში, თვალებზე მკლავი გადაეგდო და გაუსაძლის ტკივილს აყურადებდა. ლუკმა და ყლუპი აღარ გადასდიოდა ყელში. სამი დღის წინანდელი გლეხიც ლამის ხელუხლებლად ეკიდა საშრობ კავზე.
უმადური სოფელი მაინც გაიძახოდა - შეგვჭამა და მოგვინელაო. ეგ კი არა, წუწუნსაც არა სჯერდებოდა და თავის წიაღში თუ ახლო-მახლო დასახლებებში უკვე გმირის მოჩხრეკაც დაეწყო - თუ გვიშველის, ის გვიშველისო!
ხალხის ასეთ ფაფხურზე ადრე სულ ეცინებოდა ბაყბაყს. ან რა იქნებოდა - მის გამოქვაბულამდე მოსული გმირი ხომ ბევრი ენახა, უკან გაბრუნებული კი - არცერთი.
მაგრამ ახლა ძნელი იყო ბაყბაყის გაცინება.
სოფლიდან მოსული ხმები უგრძნობლად მაინც ვერ გაატარა ერთი შორსმსმენელი ყურიდან მეორეში. უცნაური იყო, მაგრამ მორიგი გმირის ძიების ბანალურმა ამბავმა მცირე რამ შვების ელფერი თუ სურნელი მოიყოლა - დიდი შვების იმედის მსგავსი.
ბევრი ფიქრიც არ დასჭირვებია. მიხვდა, დრო როცა მოაწევდა, რა უნდა ექნა, უფრო სწორად, რა არ უნდა ექნა...
. . .
მაინც ვერ მოითმინა და ცალი თვალი შეავლო შემოსულს. ძვალწვრილ გმირს ფერიც მიხდოდა. ხმალიც თოხივით უფრო ეჭირა. იმის თავზეხელაღებულ საქმეშიც სიყვარული თუ ერია. სიყვარული ჯილდოდ დაწესებული ქალისა.
ცოტაც და, გულაღმა მიგდებულ ვეება ტანში ან ბრაზი აფუთფუთდებოდა, ან - შიში. ფრთხილად გადაბრუნდა კედლისკენ. ესღა გაიფიქრა: „მშვიდობით, ჩემო ბაყბაყა”.
1.
ნაწარმოების მიხედვით რატომ იყო
ბაყბაყი დასევდიანებული?