Request edit access
პეტიცია
საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს
პრემიერ მინისტრს - ბიძინა ივანიშვილს
იუსტიციის მინისტრს - თეა წულუკიანს
მთავარ პროკურორს - არჩილ კბილაშვილს

სამართალი უნდა აღსდგეს! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
„სამართალი უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს" ამ ლოზუნგით დღეს საზოგადოების წარმომადგენლები ნანა კაკაბაძის და მელორ ვაჩნაძის ხელმძღვანელობით ახალ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში შესაძლო ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებასა და ყოფილი მაღალჩინოსენების გასამართლებას სთხოვენ.
თუ სამართლიანობის დამკვიდრება გსურთ ქვეყანაში, მაშინ სამართლიანობის აღდგენა 1989 წლიდან უნდა დაიწყოთ, გავიხსენოთ 1989 წლის 9 აპრილი, ვინ მოაწყო ქართველთა სისხლიანი სასაკლაო? ვინ დაუპირისპირა ქართველი ქართველს?
ასევე გავიხსენოთ 1991-1992 წლები, მაშინაც ასე დაიწყო შიდა დაპირისპირება და მაშინაც როგორც დღეს ყველაფერს ნანა კაკაბაძე, ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი ორგანიზატორობდა.
შეგახსენებთ, რომ ნანა კაკაბაძე იყო 1992 წლის ამნისტიის სულის ჩამდგმელი, როდესაც უამრავი დამნაშავე - კრიმინალი ციხიდან გამოუშვეს და შემდეგ მათ ბაზაზე შექმნეს "მხედრიონი".
ნანა კაკაბაძის და ჯაბა იოსელიანის კისერზეა 1991-93 წლებში გაჩაღებული რევანშისტული სამოქალაქო ომი, რომელსაც კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა, ქვეყანაში სისხლისღვრა და რეპრესიები მოჰყვა, ეს იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქვეყნის წინაშე ჩადენილი გამოუსწორებელი დანაშაული, რომლის შედეგებს დღესაც ვიმკით, ხოლო ამ ომის შემოქმედნი ; ბოროტმოქმედები და დამნაშავეები, რომელთა უმეტესობა დღემდე არც კი გასამართლებულა დღეს გამოდიან ტელევიზიით და ისტორია გაამეორეს, გამოსცეს საყოველთაო ამნისტია, გაანთავისუფლეს კრიმინალები, პედოფილები, ქვეყნის ჯაშუშები და ხელი შეუწყეს ქვეყანაში არეულობასა და კრიმინალის წახალისებას.
მოვითხოვთ გამოიძიებული იქნას 1991 წელს ხელისუფლების დამხობის, 1991-1993 წლებში სამეგრელოს მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვის და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.
გამოიძიებულ იქნას ასევე შევარდნაძისა და მისი გუნდის საქმიანობა, რომლებიც სამწუხაროდ დღესაც იმყოფებიან სახელმწიფო სამსახურებში, გვინდა სამართლიანობის აღდგენა და არა შეცევითი სამართლის დამკვიდრება!!
თუ გამოზიებას ამ თანმიმდევრობით დაიწყებთ, ყოფილი პრემიერ მინისტრის ბატონ ზურბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კითხვებსაც თავისთავად გაეცემა პასუხი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენა დაიწყოთ 1991 წლიდან მოყოლებული, მხედრიონის სულის ჩამდგმელის ქალბატონი ნანა კაკაბაძის დაკითხვიდან.
ერისა და ქვეყნის წინაშე უნდა გასამართლდეს ყველა ვისაც კი აქვს ჩადენილი დანაშაული, ამ შემთხვევაში იზეიმებს სამართლიანობა!!

ჩვენ ხელის მომწერნი ვიზიარებთ პეტიციის შინაარსა და მოთხოვნას.
პეტიცია მოამზადა ; https://www.facebook.com/NonaSaghareishviliSamartlisDamoukidebeliEksperti
პეტიციის ავტორი; ნონა საღარეიშვილი


https://docs.google.com/spreadsheet/pub?key=0Ag-DPIyfe1T2dG1tNUYyVVN5LVQxWFREcnUzRS10Y3c&single=true&g
სახელი *
Your answer
გვარი *
Your answer
დაბადების: რიცხვი, თვე, წელი *
Your answer
მეილი *
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy