Request edit access
ტუტორების სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრი "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში იწყებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ტუტორიუმის პროგრამის მონაწილეთა შერჩევას.

ტუტორიუმის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება ახალგაზრდებში.

ტუტორიუმი არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში მაღალკურსელი სტუდენტები, ტუტორები, ერთი სემესტრის მანძილზე ეხმარებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს, აკადემიურ, საუნივერსიტეტო თუ სამოქალაქო სივრცეში ორიენტაციასა და სხვადასხვა პრაქტიკული დავალების მომზადებაში. ტუტორობა ეს არის მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე აგებული ურთიერთობა, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების დაახლოება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

პროექტის ფარგლებში, 2017 წლის ოქტომბერში (თარიღი და ადგილი მოგვიანებით დაზუსტდება) ჩატარდება ტრენინგი შერჩეული აპლიკანტებისთვის „ტუტორების სკოლის“ პროგრამით, თემებზე: მრავალფეროვნების მართვა, მოხალისეობის არსი, სტერეოტიპები, გუნდის მართვა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შესახებ ცნობადობის ამაღლება. ტრენინგს გაუძღვებიან "პარტნიორები-საქართველოს" ტრენერები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ტუტორიუმის პროგრამაში ჩართვით (ერთი სემესტრის მანძილზე) მიეცემათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და გაღრმავების შესაძლებლობა და, რაც ყველაზე მთავარია, შეიძენენ ახალ მეგობრებს.
შერჩევის სავალდებულო ეტაპები:
1. აპლიკაციის შევსება, მათ შორის სამოტივაციო წერილის ჩათვლით
2. გასაუბრება

ტუტორების სკოლის კურსდამთავრებულთათვის აუცილებელი პირობაა შემდგომში ტუტორიუმის პროგრამაში ჩართვა.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 23 სექტემბერი,17:00 საათი.

„ტუტორების სკოლა“ ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს გაეროს ასოციაციის "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფინანსური თანამონაწილეობით.

Next
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ilia State University. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms