მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას
წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის
მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს
"სუფთა სახლი“ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ
იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება
თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში
"კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება
ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის
პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება
არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ
იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა
სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი
კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური
მონაცემების შპს “სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ
გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური
მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული
ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "სუფთა
სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.