AgriPreneur Sprint – პრე-აქსელერაციის 8-კვირიან პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო! საირმეს რეკრეაციული ფერმა, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პრე-აქსელერაციის პროგრამას აგრარული სექტორის დამწყები მეწარმეებისთვის. AgriPreneur Sprint – ეს არის 8-კვირიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი მიკრო და მცირე ფერმერული სტარტაპების გაძლიერებას და მათი ბიზნეს იდეების რეალიზებას.