აგროტური რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA) ახორციელებს პროექტს „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებად იქნება წარმოდგენილი: 1. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; 2. მოქალაქეთა ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების, მუნიციპალიტეტების ფუნქციების და ვალდებულებების, მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითრების (LED) ინიციატივების და მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ; 3. თანამშრომლობის გაძლიერება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით.
პროექტის ფარგლებში ტარდება აგროტური ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. აგროტურის მიზანს წარმოადგენს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება ჩაერთონ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროცესში, დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა. აგროტური მოეწყობა 2 მიმართულებით:
1. ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით;
2. ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მეფუტკრეობის მიმართულებით.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
პროექტი “რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 მარტი.