Request edit access
HR hub-ის ღონისძიებაზე დასწრების სარეგისტრაციო ფორმა - HR Nights
8 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე Magti Club-ში HR hub-ის ღონისძიება განახლებული ფორმატით HR Nights გაიმართება.


ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებს მისცემს სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, დისკუსიისთვის, გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლისთვისა და განტვირთვისთვის.

HR Nights ჰაბის ყოველთვიური შეხვედრებისგან გამორჩეული იქნება. ღონისძიება დაიწყება პანელ დისკუსიით და გაგრძელდება ფსიქოლოგ ზურა მხეიძის შემაჯამებელი გამოსვლით სტრესის მართვისა და დაბალ პოზიციებზე ადამიანების მოტივაციის თემაზე.

პანელ დისკუსიაში სპიკერები გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ხედვასა და მოსაზრებას. ისეთ მნიშვნელოვან და აქტიუალურ თემებზე როგორიცაა:
1. მომსახურების სფეროს პრობლემები, გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვის კუთხით (მაღალი გადინება, თანამშრომლების ჩართულობა, სეზონური მოთხოვნა, კომუნიკაცია);
2. მილენიალები და GEN Z;
3. რეკრუტინგი;
4. მოტივაცია დაბალ (არამენეჯერულ) პოზიციებზე;
5. სტრესის მართვა;
6. განვითარება.

პანელ დისკუსიის მონაწილეები არიან:
ნატა ჯავახიშვილი - მაკდონალდსის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი ;
გვანცა მურღვლიანი - თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მირანდა მანჯგალაძე - სპარ საქართველოს დირექტორი;
გიორგი მურჯიკნელი - Mgroup - ის საოპერაციო დირექტორი;
ზურა მხეიძე - ფსიქოლოგი, კომუნიკაციური უნარების მართვის ტრენერი.

პანელ დისკუსიას გაუძღვება და მოდერატორობას გაუწევს HR კონსულტანტი ლიკა ნოზაძე. ღონისძიების ბოლოს გაიმართება Cocktail Party და თქვენს განწყობაზე იზრუნებს დიჯეი.

ვის შეუძლია ღონისძებაზე დასწრება:
HR მენეჯერები და კომპანიის დირექტორები;
საშუალო რგოლის მენეჯერები.

ადგილები შეზღუდულია. ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა 55 ლარი.

➡ ბანკის რეკვიზიტები:
შპს ეიჩარ ჰაბი
საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE 22
ანგარიშის ნომერი: GE86TB7766236080100006 GEL
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი (პირადი გადარიცხვის შემთხვევაში).

რეგისტრაციის ბლო ვადაა 7 ნოემბერი.

HR hub - ის შესახებ:

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: PSP დაზღვევა, პალიტრა მედია ჰოლდინგი და English Book Education.
HR Nights - მათთვის, ვისაც HR-ულად უძგერს გული!
სახელი გვარი *
Your answer
კომპანია *
Your answer
მობ. ნომერი *
Your answer
ელ. ფოსტა *
Your answer
თუ კომპანიის სახელზე გსურთ ინვოისი მოგვწერეთ საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - ჩაწერეთ "პირადი გადარიცხვა" *
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy