Request edit access
აზროვნების აკადემიის საზაფხულო ბაღი


🌳☀🎨 თუ ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი მზადაა თქვენს პატარებს უმასპინძლოს
თავის ჯანსაღ, მხიარულ, შემეცნებით სივრცეში 1 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით.

🎯 აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის მიზანია, ბავშვი აღიზარდოს ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, რომელიც მის პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ფუნქციონირება-განვითარებას შეუწყობს ხელს.

🏡 ბაღის დირექტორის – ფსიქოლოგ ნინო ბუაძის და აკადემიის სხვა ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული პროგრამა ორიენტირებულია ბავშვის ისეთი ემოციური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა:

🌟აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა;
🌟მეტყველება, კომუნიკაცია, პრეზენტაცია;
🌟ნატიფი და მსხვილი მოტორიკა;
🌟ემოციური ინტელექტი;
🌟ნებელობა, ემპათია, თანამშრომლობა;
🌟აზროვნება, შემეცნება და ზოგადი ცოდნა-წარმოდგენები.

🌈 აზროვნების აკადემიის ბაღში ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ემპათიის, უსაფრთხოების, და სამყაროს აღქმის უნარი, რაც ხელშემწყობი იქნება ბავშვის სასკოლო გარემოში ადაპტაციისა და, ზოგადად, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.

👧👦 ბაღში მიიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვები; ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობაა: 12-15 ბავშვი. პატარებთან მუშაობენ ფსიქოლოგიური განათლების მქონე პედაგოგები. ბაღის აკადემიური პერსონალი გადის სისტემატიურ გადამზადებას აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგების მიერ. პედაგოგები ყოველდღიურად აღწერენ მათი უნარების განვითარების პროცესებს და პერიოდულად შესაბამის რეკომენდაციას მიაწვდიან მშობლებს. ბაღის დირექტორის და აკადემიის სხვა ფსიქოლოგების მიერ მშობლებისთვის სისტემატიურად გაიმართება შეხვედრები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

🎡 აზროვნების აკადემიის ბაღში ყველა აქტივობა თამაშის გზით ხორციელდება; ჩვენთან სწავლის პროცესი ბავშვისათვის სასურველი და სახალისოა:

🖍მოტორული უნარების განვითარებაზე ბაღში არსებული სენსორული ოთახი იზრუნებს, სადაც ბავშვები მხედველობის, ყნოსვის, მგრძნობელობის, გაუმჯობესებაზე იმუშავებენ; განივითარებენ თვითკონტროლსა და თვითმომსახურების უნარებს;

📚 უცხო ენის დასწავლისთვის პედაგოგები ბავშვებს ინტერაქციულ თამაშებს შესთავაზებენ;

🎭 პატარებს ექნებათ ცეკვის, მუსიკის, ლიტერატურის, ხატვის, ძერწვის და სხვა მითოდრამული და არტ-თერაპიული აქტივობები;

🗣 მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვის მიზნით ბავშვებთან პერიოდულად იმუშავებს ლოგოპედი;

🌳 დღის განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ეზოში აქტივობებს დაეთმობა;

🍏 ბავშვები დღეში ოთხჯერ ეკოლოგიურად ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს მიირთმევენ. საკვები პროდუქტების მომწოდებელია აგროჰაბი.

🚌 აღსაზრდელები სისტემატურად იქნებიან ჩართულნი გასვლით შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

🏠 აზროვნების აკადემიის ბაღი პატარებს 09:00-დან 19:00-მდე მოემსახურება.

● საზაფხულო ბაღის საფასურია 264 $

🏘 ბაღი მდებარეობს ირაკლი გამრეკელის N41-ში (ნუცუბიძის ქუჩასთან).

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 🔹 598 60 70 76
Sign in to Google to save your progress. Learn more
ბავშვის სახელი, გვარი *
ბავშვის ასაკი *
თქვენი ტელეფონის ნომერი *
ელ-ფოსტა *
თქვენი მისამართი *
ამჟამად რომელ ბაღში დადის თქვენი შვილი?
დამატებითი ინფორმაცია ბავშვის შესახებ
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy