2022 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022”.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრი/მაგისტრატურა/დოქტურანტურა) სტუდენტებს.
კონფერენციის მიზანი:
- თანამედროვე ეკონომიკური პროცესებისა და გამოწვევების განხილვა;
- კვლევების წახალისება;
- ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
- უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.
კონფერენცია გაიმართება ონლაინ, Zoom - ის პლატფორმის საშუალებით.
კონფერენციაში მონაწილეობა და ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო კრებულში "თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022".
‼️მნიშვნელოვანი თარიღები:
➡️1 აგვისტოს ჩათვლით - მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება.
➡️10 აგვისტო - კონფერენციის შემდეგ ეტაპზე მონაწილე ნაშრომების გამოვლენა;
➡️20 აგვისტო - საბოლოო ნაშრომების წარმოდგენა;
➡️1 ოქტომბერი - კონფერენციის გამართვა, ნაშრომების წარდგენა;
➡️25 ოქტომბერი - კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების ნაშრომების ონლაინ კრებულის გამოცემა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
conferencegedp2022@gmail.comFacebook: საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმა
https://www.facebook.com/GeorgianEconomicDevelopmentPlatform