შეგვატყობინე ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ!
თუ ფიქრობ, რომ გახდი ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი;
თუ ხარ მოწმე ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის;
თუ შენი მეგობარი, ახლობელი, ოჯახის წევრი ან უბრალოდ ნაცნობი არის მსხვერპლი ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის,
შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ ამ ფორმის საშუალებით!
ა(ა)იპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ - WISG სამართლებრივ დახმარებას გაუწევს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს; მოახდენს აღნიშნული ფაქტების დოკუმენტირებას და სამართლებრივად შეფასებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას.