Request edit access
ინტელექტუალური ჩემპიონატი ""
არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბი“ ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ პარტნიორობითა და იმერეთის ინტელექტ კლუბის მხარდაჭერით, 3 ივნისს, გიწვევთ ინტელექტუალურ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

გუნდური ინტელექტუალური თამაში „მოზაიკა“ განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერი კერძო და საჯარო სკოლების ექვსი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდებისათვის.

თამაშში მონაწილეობს 3 ასაკობრივი ჯგუფი:

I ლიგა - III-VI კლასი
II ლიგა - VII-IX კლასი
III ლიგა - X-XII კლასი

„მოზაიკა“ ქართულ ენაზე ჩატარდება III-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო ინგლისურ ენაზე - VII-XII კლასელებისათვის.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერი კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს. თოთოეული სკოლიდან მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

შეკითხვების რაოდენობა და ფორმატი:
I ლიგა - 20 შეკითხვა, II და III ლიგა - 36-36 შეკითხვა.

თითოეულ შეკითხვაზე პასუხის მოსაფიქრებელი დრო არის 1 წუთი.

შეკითხვები სხვადასხვა სფეროდან იქნება შერჩეული, მაგალითად: კინო, მუსიკა, მეცნიერება, ტექნოლოგია, თანამედროვე მსოფლიოს ამბები, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა და ა.შ. მრავალფეროვანი იქნება შეკითხვების სტილიც. მიუხედავად იმისა, რომ თემების არეალი ფართოა, ყველა შეკითხვა დაფუძნებულია ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებაზე, ფაქტობრივი ცოდნა მოთამაშეებს ხელს შეუწყობთ სწორი პასუხის გამოცნობაში.

პრიზები:
გამარჯვებული გუნდებისათვის პრიზები დააწესა ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა „პროგრესმა“.
II და III ლიგის პირველ ადგილოსანი გუნდის თითო საუკეთესო მოთამაშე, რომელიც თამაშის ბოლოს გამოვლინდება ბლიც შეკითხვების მეშვეობით, სასწავლო პროგრამით გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.

I ლიგის გამარჯვებული გუნდის ექვსივე წევრს სრულად დაუფინანსდება 6 თვიანი სასწავლო პროგრამა STEM Academy-ში.  STEM Academy-ში მოზარდები ადრეული ასაკიდან ეზიარებიან თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ტექნიკური პოგრამირება, რობოტოტექნიკა).  ქმნიან სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობას, მონაწილეობენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსსა და პროექტში.

თითოეული ლიგის I, II და III ადგილის მფლობელი გუნდები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ყველა მონაწილე გუნდის მასწავლებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, მიიღებს 0.5 კრედიტ ქულას.

თითოეული გუნდისათვის შეადგენს 60 ლარს (თითოეული წევრისთვის 10 ლარი).

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ნეოფილების კლუბი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE65BG0000000100987504

ჩატარების განრიგი:
3 ივნისი
10:00-11:30 საათი I ლიგა
12:30-15:00 საათი - II ლიგა
16:00-17:30 საათი - III ლიგა
გამარჯვებულების დაჯილდოვება

ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“. მისამართი: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №20

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: theneophilesclub@gmail.com
T          557648886

Sign in to Google to save your progress. Learn more
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy