სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის
VII საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის
მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის
საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციის მიზანია სტუდენტების
კვლევითი საქმიანობის წახალისება.
მოთხოვნები:
●
საკონფერენციო
ნაშრომი უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ პრობლემატიკას, რომელიც დღესდღეობით აქტუალურია
როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ დისკურსში.
●
საკონფერენციო
ნაშრომის შესრულება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ჯგუფური ნამუშევრის
შემთხვევაში, ერთ ჯგუფში მაქსიმუმ ორი სტუდენტი უნდა იყოს გაწევრიანებული.
თეოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების
მიმართულებით მნიშვნელოვანი თარიღები:
●
რეგისტრაციის
ბოლო ვადა - 5 მაისი
●
აბსტრაქტის
გამოგზავნის ბოლო ვადა -10 მაისი;
●
ნაშრომების
გამოგზავნის ბოლო ვადა - 25 მაისი;
●
სოციალური
მეცნიერებებისა და თეოლოგიის მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი- 6 ივნისი,
11:00 საათი.
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ
პრეზენტაცია არაუმეტეს 10-15 წუთისა, რომელიც მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
●
სრული
ტექსტი: 10-12 გვერდი,
●
შრიფტი:
Sylfaen, 11 (სქოლიო - 9),
●
ხაზებს
შორის სივრცე: 1,15,
●
მინდვრები:
2-2-2-2 სმ,
●
აბზაცებს
შორის სივრცე: 0
●
წყაროთა
დამოწმება და ბიბლიოგრაფიების შედგენა APA სტილით (სამართლისა და საჯარო მმართველობისათვის
- დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ციტირების სტანდარტი)
ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს
შემდეგ ნაწილებს: სატიტულო გვერდი (ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის
ხელმძღვანელის მითითებით), ძირითადი ტექსტი და ბიბლიოგრაფია.
შესრულებული ნაშრომი უნდა გადააგზავნოთ
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
●
თეოლოგია
- g.barnovi@sabauni.edu.ge
●
სოციალური
მეცნიერებები - l.gelashvili@sabauni.edu.ge
შენიშვნა: თანაავტორობით შესრულებული ნაშრომების დროს მონაწილეების ცალ-ცალკე რეგისტრაცია საჭირო არაა.