Request edit access
ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა - სარეგისტრაციო ფორმა მონაწილეებისთვის
2015 წლის 19 სექტემბერს, საქართველოში პირველად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვაკის პარკში, ილიაუნის რიგით მეოთხე სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა ჩატარდება.
ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი, რომელიც ერთ დღეს, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს, გამომგონებლებს, ხელოსნებს, ინჟინრებს, სამეცნიერო კლუბების წევრებს, ავტორებს, მხატვრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს, საინტერესო ბიზნესიდეების მაძიებლებსა და განვითარებისა და ინოვაციების მოყვარულებს მთელი საქართველოდან.

ეს არის სანახაობა, რომელიც საინტერესოა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუ ინტერესის მქონე ადამიანებისთვის.
ფესტივალი იმუშავებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში.

თუ გსურთ, თქვენი ნაკეთობებით, გამოგონებებით წარდგეთ ფართო აუდიტორიის წინაშე და მონაწილეობა მიიღოთ 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე, მაშინ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2015 წლის 16 სექტემბრისა.

ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში ან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე მოახდინონ საკუთარი გამოგონებებისა, თუ ნაკეთობების დემონსტრირება.

o გამოფენაში მონაწილე პირების შერჩევის შემთხვევაში, მონაწილეები თავისუფლდებიან მონაწილეობის საფასურისგან;
o გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეების შერჩევის შემთხვევაში,  მონაწილეობის საფასური შეადგენს 200 ლარს;  
o სამეცნიერო - საგანმანათლებლო პროფილის მონაწილეები, სკოლის მოსწავლეები, თუ სტუდენტები,  შერჩევის შემთხვევაში, თავისუფლდებიან მონაწილეობის საფასურისგან.

* შერჩეულ მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აძლევს შესაძლებლობას, ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში იმუშაონ იდეის პროტოტიპის შექმნაზე ან დახვეწონ და განავითარონ საკუთარი იდეები.

პრიზი
ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გამოფენის ბოლოს გამოვლინდება ღონისძიების საუკეთესო პროექტი, რომლის ავტორს ილიაუნისგან საჩუქრად გადაეცემა DISCOVERY QUADCOPTER.
DISCOVERY QUADCOPTER არის საფრენი აპარატი, რომელსაც გააჩნია ახალი როტორული სისტემა, რაც შესაძლებელს ხდის აპარატი მეტად მანევრირებადი გახდეს. ასევე, Discovery აპარატს შეუძლია ღამით ფრენა და აქვს GPS ავტო პილოტის რეჟიმი.

არ გამოტოვოთ შანსი გახდეთ პირველი მასშტაბური ღონისძიების მონაწილე, რომელიც ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიური განათლების განვითარებას ეძღვნება!

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო ინფორმაცია
თეკლე კაპანაძე
ილიაუნის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტების კოორდინატორი
tekle.kapanadze@iliauni.edu.ge
577 57 55 46

ანა კვანჭილაშვილი
ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
pr@iliauni.edu.ge



ფაქტები სამეცნიერო პიკნიკის შესახებ
სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც
მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი;
2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და მისი დამთვალიერებლების რაოდენობა იყო 13 000;
2014 წელს სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მიიღო 20-მდე საერთაშორისო და 60-მდე ქართულმა მეცნიერების პოპულარიზაციით დაინტერესებულმა ჯგუფმა და მას ჰყავდა 17 000-მდე დამთვალიერებელი;
წელს სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში პირველად გაიმართება ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა, რაც კიდევ უფრო გაზრდის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ჯგუფების მონაწილეობას და დამთვალიერებლის რაოდენობას.


Sign in to Google to save your progress. Learn more
ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა
ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა
სახელი, გვარი *
ელ.მისამართი (Email)
ტელეფონის ნომერი *
ტელეფონის ნომერი *
მოკლედ გვიამბეთ თქვენ შესახებ *
მოკლედ აღწერეთ ის პროექტი, რომლის გამოტანაც გსურთ გამოფენაზე *
რა სტადიაზე პროექტი *
აირჩიეთ ერთი
რა ფორმით აპირებთ პროექტში მონაწილეობას? *
პროექტის წარდგენისთვის აუცილებელი სივრცე *
მონიშნეთ თემა, რომელსაც თქვენი პროექტი/პროექტები მოიცავს *
აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე
Required
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ilia State University. Report Abuse