გაკვეთილის გეგმის შეფასება
კრიტერიუმები | ინდიკატორები | |||
0 | 1 | 2 | 3 | |
გაკვეთილის თემის აქტუალობა/ მნიშვნელობა | გაკვეთილის თემის აქტუალობა საერთოდ არაა ასახული გაკვეთილის გეგმაში | პუნქტი შევსებულია გაკვეთილის გეგმაში, მაგრამ არ არის აღწერილი როგორ შეუწყობს ხელს მოცემული თემა მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, წინარე ცოდნის გამოყენებაში, ცოდნის ინტეგრირებაში | ბუნდოვანია, წარმოდგენილი თემა როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, წინარე ცოდნის გამოყენებაში, ცოდნის ინტეგრირებაში | გეგმაში მკაფიოდ არის ასახული მოცემული თემის საშუალებით რა ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებას შეძლებენ მოსწავლეები, როგორ შეუწყობს ხელს მათი წინარე ცოდნის გამოყენებას, ცოდნის ინტეგრირებას |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | გეგმაში მითითებული არაა გაკვეთილის მიზნები და შედეგები | გაკვეთილის გეგმაში მითითებულია მხოლოდ კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან | გაკვეთილის გეგმაში მითითებულია კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან; სრულად არაა აღწერილი რა ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები, რომელ უნარებს განივითარებენ, რა დამოკიდებულებები განუვითარდებათ | გაკვეთილის გეგმაში მითითებულია კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან; მკაფიოდაა აღწერილი რა ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები, რომელ უნარებს განივითარებენ, რა დამოკიდებულებები განუვითარდებათ |
შეფასება | გაკვეთილის გეგმას არ ახლავს შეფასების კრიტერიუმები | წარმოდგენილი კრიტერიუმებით დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასება ვერ მოხერხდება | წარმოდგენილი კრიტერიუმები ნაწილობრივ მოახდენს დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასებას | წარმოდგენილი კრიტერიუმებით სრულად არის შესაძლებელი დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასება |
შეფასების რუბრიკა | გაკვეთილის გეგმას თან არ ერთვის შეფასების რუბრიკა | გაკვეთილის გეგმაზე თანდართულ შეფასების რუბრიკაში მოცემულია შეფასების კრიტერიუმები, მაგრამ არ არის ინდიკატორები | გაკვეთილის გეგმაზე თანდართულ შეფასების რუბრიკაში მოცემულია შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, თუმცა ინდიკატორები ბუნდოვანია | გაკვეთილის გეგმაზე თანდართულ შეფასების რუბრიკაში მოცემულია შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, ინდიკატორები მკაფიოდაა გაწერილი |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი | გაკვეთილში წარმოდგენილი არ არის სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი | წარმოდგენილი სასწავლო მასალა მწირია და არ შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს | წარმოდგენილი სასწავლო მასალა მეტ-ნაკლებად შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს. გეგმა მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირებას მაგრამ არ ჩანს როგორ | წარმოდგენილი სასწავლო მასალა შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს. ჩანს ისტ-ის ინტეგრირება როგორ მოხდება |
ციფრული თვალსაჩინო მასალა (სურათი, პრეზენტაცია, ტექსტი, აუდიო ან ვიდეო მასალა) | გაკვეთილის გეგმას თან არ ერთვის თვალსაჩინო მასალა | გაკვეთილის გეგმას თან ერთვის თვალსაჩინო მასალა, რომელიც ინტერნეტიდანაა გადმოწერილი და მასწავლებელს მის რედაქტირებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია | გაკვეთილის გეგმას თან ერთვის მასწავლებლის მიერ მომზადებული თვალსაჩინო მასალა, მაგრამ ის არ შეესაბამება გაკვეთილის მიზნებს | გაკვეთილის გეგმას თან ერთვის მასწავლებლის მიერ მომზადებული თვალსაჩინო მასალა, ის შეესაბამება გაკვეთილის მიზნებს, და უზრუნველყოფს შედეგების მიღწევას |
გამოყენებული ტექნოლოგიების მიზნობრიობა | ტექნოლოგბის გამოყენება საერთოდ არ ჩანს | ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მწირი და ერთფეროვანია, მისი მიზნობრიობა ბუნდოვანია | გაკვეთილის გეგმაში ტექნოლოგიების გამოყენების მრავალფეროვნება ჩანს, მაგრამ მისი მიზნობრიობა მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს | ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის ნაწილია და არ ემსახურება მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენების მიზანს; |
დაგეგმილი აქტივობების თანმიმდევრულობა და სტრატეგია | გეგმაში არ არის აქტივობები გაწერილი | გეგმაში ასახული აქტივობების კავშირი არ ჩანს გაკვეთილის მიზანთან | აქტივოებების კავშირი მიზანთან ჩანს, მაგრამ არადამაჯერებლადაა აღწერილი როგორ აპირებს მასწავლებელი მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, ცოდნის კონსტრუირებას, ნასწავლის გაერთიანებას და განმტკიცებას | გეგმაში გაწერილი აქტივობების კავშირი მიზანთან ჩანს, ნათლადაა აღწერილი პროცესის მიმდინარეობა, როგორ აპირებს მასწავლებელი მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, ცოდნის კონსტრუირებას, ნასწავლის გაერთიანებას და განმტკიცებას |
ორიგინალობა | დასტურდება პლაგიატის ელემენტები | მინიმალურად ორიგინალურია | მეტ-ნაკლებად ორიგინალურია | ორიგინალურია |
პირადი ელექტორნული საცავი | მასწავლებელს ტრენინგის შემდეგ არ უმუშავია პირადი ელექტრონული საცავის განახლება/გამდიდრებაზე | მასწავლებელმა განაახლა უკვე არსებული გეგმა და სასწავლო რესურსი | მასწავლებელმა ახალი გეგმა ატვირთა, მაგრამ თან არ ახლავს ციფრული რესურსი | მასწავლებელმა ახალი გეგმა ატვირთა, რომელსაც თან ახლავს ციფრული რესურსი |
სასწავლო პროქტის შეფასება
კრიტერიუმები | ინდიკატორები | |||
0 | 1 | 2 | 3 | |
სასწავლო პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა | სასწავლო პროქტის თემის აქტუალობა საერთოდ არაა ასახული გეგმაში | არ არის აღწერილი როგორ შეუწყობს ხელს მოცემული თემა მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, წინარე ცოდნის გამოყენებაში, ცოდნის ინტეგრირებაში | ბუნდოვანია, წარმოდგენილი თემა როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, წინარე ცოდნის გამოყენებაში, ცოდნის ინტეგრირებაში | გეგმაში მკაფიოდ არის ასახული მოცემული თემის საშუალებით რა ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებას შეძლებენ მოსწავლეები, როგორ შეუწყობს ხელს მათი წინარე ცოდნის გამოყენებას, ცოდნის ინტეგრირებას |
სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები | გეგმაში მითითებული არაა პროექტის მიზნები და შედეგები | სასწავლო პროექტის გეგმაში მითითებულია მხოლოდ კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან | სასწავლო პროექტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან; სრულად არაა აღწერილი რა ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები, რომელ უნარებს განივითარებენ, რა დამოკიდებულებები განუვითარდებათ | სასწავლო პროექტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან; მკაფიოდაა აღწერილი რა ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები, რომელ უნარებს განივითარებენ, რა დამოკიდებულებები განუვითარდებათ |
შეფასება | სასწავლო პროექტს არ ახლავს შეფასების კრიტერიუმები | წარმოდგენილი კრიტერიუმებით დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასება ვერ მოხერხდება | წარმოდგენილი კრიტერიუმები ნაწილობრივ მოახდენს დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასებას | წარმოდგენილი კრიტერიუმებით სრულად არის შესაძლებელი დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასება |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი | პროექტში წარმოდგენილი არ არის რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო პროექტის განსახორციელებლად | სასწავლო მასალა და ტექნიკური უნარები არ შეესაბამება მოსწავლეთა უნარებს | წარმოდგენილი სასწავლო მასალა მეტ-ნაკლებად შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს. გეგმა მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მაგრამ არ ჩანს როგორ | წარმოდგენილი სასწავლო მასალა შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს. ჩანს ისტ-ის ინტეგრირება როგორ მოხდება |
გამოყენებული ტექნოლოგიების მიზნობრიობა | ტექნოლოგბის გამოყენება საერთოდ არ ჩანს | ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მწირი და ერთფეროვანია, მისი მიზნობრიობა ბუნდოვანია | ტექნოლოგიების გამოყენების მრავალფეროვნება ჩანს, მაგრამ მისი მიზნობრიობა მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს | ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის ნაწილია და არ ემსახურება მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენების მიზანს; |
დაგეგმილი აქტივობების თანმიმდევრულობა და სტრატეგია | პროექტში არ არის აქტივობები გაწერილი | პროექტში ძალიან ზოგადად და ზედაპირულადაა ასახული ძირითადი საფეხურები და აქტივობები | პროექტში ასახული აქტივობები ბუნდოვანია, არ ჩამს აქტივობებს შორის კავშირი | პროექტში მკაფიოდაა გაწერილი აქტივობები და მათი თანმიდევრულობა |
ორიგინალობა | დასტურდება პლაგიატის ელემენტები | მინიმალურად ორიგინალურია | მეტ-ნაკლებად ორიგინალურია | ორიგინალურია |
პირადი ელექტორნული საცავი | მასწავლებელს ტრენინგის შემდეგ არ უმუშავია პირადი ბლოგის განახლება/გამდიდრებაზე | მასწავლებელმა განაახლა ბლოგი, დაამატა რესურსები | მასწავლებელმა ახალი სასწვლო პროექტი ატვირთა, მაგრამ არ ჩანს მოსწავლეთა/კოლეგების ინტერაქცია | მასწავლებელმა ახალი პროექტი განათავსა, ბლოგზე ჩანს მოსწავლეების/კოლეეგების ინტერაქცია |