Published using Google Docs
Untitled document
Updated automatically every 5 minutes

მანქანა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

მანქანა, მოწყობილობა, რომელიც ენერგიის, მასალისა და ინფორმაციის გარდასაქმნელად მექანიკურ მოძრაობებს ასრულებს. ძირითადი დანიშნულების მიხედვით მანქანა 3 სახისაა: ენერგეტიკული, სამუშაო და საინფორმაციო.

მანქანებს, რომლებშიც ენერგიის, მასალის, ინფორმაციის ყველა გარდაქმნა ადამიანის უშუალო მონაწილეობის გარეშე სრულდება, მანქანა — ავტომატს ან უბრალოდ ავტომატს უწოდებენ. ერთმანეთთან თანამიმდევრულად შეერთებული და გარკვეული ტექნიკური პროცესის შემსრულებელი მანქანა — ავტომატების ერთობლიობა ქმნის ავტომატურ ხაზს. მანქანა და მანქანა-ავტომატი ამსუბუქებს ადამიანის შრომას, ზრდის შრომისნაყოფიერებას და უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის შესრულების მაღალ ხარისხს.