Published using Google Docs
Alice -lesson plan.docx
Updated automatically every 5 minutes

             შემქმნელი: დიანა მორბედაძე                     LESSON PLAN  

გაკვეთილის თემა 

ალისა საოცრებათა ქვეყანაში

Alice in Wonderland

(შემაჯამებელი გაკვეთილი ელექტრონულ–საგანმანათლებლო თამაშის გამოყენებით)

სწავლების საფეხური

დაწყებითი და საბაზო – VI-VII კლ.

კლასის პროფილი

15 – 25 მოსწავლე

გაკვეთილის  მნიშვნელობა / აქტუალობა

გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები იყენებენ მათ მიერ უკვე დაუფლებულ ლექსიკურ-გრამატიკულ უნარებ-ჩვევებს, უკავშირებენ მათ ახალს, რაც შემდგომში დაეხმარებათ სხვა საკითხებზე დინამიურად გადასვლაში და შემდგომში ცოდნის ინტეგრირებაში.

 ბავშვებს დააინტერესებთ ცნობილი თავგადასავლის გახსენება და თავიანთ ძალებს მოსინჯავენ  ცოდნაში. მოცემული შინაარსი და აქტივობები გამოავლენს მათ ხარვეზებს, რაც შეუწყობს ხელს მათ  გამოსწორებას და დასწავლას, რათა შემდგომში უფრო წარმატებულად  გაართვან თამაშს თავი. თამაშის დიზაინი კი სასიამოვნოს გახდის პროცესს  …

სასწავლო მიზნები და

მისაღწევი შედეგები

გაკვეთილის მიზანია წინარე ცოდნის გააქტიურება-შეჯამება, ახალი ლექსიკური ელემენტების გაცნობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება...გამოუმუშავდებათ შემდეგი დამოკიდებულება:  ინგლისურენოვანი ნაწარმოებებისადმი ინტერესის გაღვივება.

თამაში შეესაბამება დაწყებითი საფეხურის VI- VII კლასების მოსწავლეთა განვითარების დონეს.

მოსწავლეები აითვისებენ ახალ სიტყვებს, გამოიმუშავებენ როგორც ენის პრაქტიკული, ასევე ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევებს.

მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ შემდეგი სახის დამოკიდებულებები:

1.უცხო ენის სწავლის სურვილი

2.ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ

3.განუვითარდებათ ღირებულებითი შეფასების უნარი

4. გახდებიან კონკურენტუნარიანები

5.შთაბეჭდილებების და გამოცდილების გაზიარება

6.გაუჩნდებათ ახალი აღმოჩენების კეთების სურვილი

მიმართულება - მოსმენა:

უცხ.ს.I.3 მოსწავლე ისმენს და იგებს მარტივ მითითებებს და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.(სათანადოდ რეაგირებს, ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და სავარჯიშოებს)

მიმართულება – კითხვა:

უცხ.ს.I./ ს.II.9. მოსწავლეკითხულობს და იგებს სავარჯიშოს პირობას (ასრულებს მითითებას).

უცხ.ს.II.14. მოსწავლე კითხულობს და იგებს  თხრობით ტექსტს.

უცხ.ს.II.15. მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურულ მახასისთებლებს და ნასწავლ  ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს.

უცხ.ს.II.16. მოსწავლე  განსაზღვრავს კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა ტექნიკას (გაცნობითი და ძიებითი - კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად)

მიმართულება – წერა

უცხ.ს.I.21. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, იძენს ელემენტარულ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს და ცდილობს ფუნქციურად გამოიყენოს ისინი.

მიმართულება - სწავლის სწავლა

უცხ.ს.II.32. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით განჭვრეტს შესასრულებელი დავალების მოთხოვნებს

უცხ.ს.II.33. მოსწავლე იძენს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.II.35. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად

უცხ.ს.II.36. მოსწავლე იყენებს სტრატეგიებს გრამატიკის ასათვისებლად.

უცხ.ს.II.37. მოსწავლე მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით. (ამხნევებს თანაგუნდელებს, სთავაზობს დახმარებას, აქტიურად ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში).

შეფასების საგანი და პროცედურები:

  1. შეფასება იქნება ჯგუფური, ინდივიდუალური – განმსაზღვრელი ქვემოთ მოცემული რუბრიკის საფუძველზე; ასევე განმავითარებელიც (სიტყვიერი რეკომენდაციები, რჩევები) 

წინასწარი ცოდნა

Present Simple, Present Continuous, Past Simple(regular/irregular), Degrees of Comparision of Adjectives, Plural of Nouns, Word Order…

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

  1. 15 კომპიუტერი და 1 პროექტორი
  2. დაფა, ცარცი

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილის ხანგრძლივობა  – 45წთ

I აქტივობა    მოსწავლეები შემოდიან საკლასო ოთახში, იღებენ პატარა ფურცლებს და შესაბამის ჯგუფში სხდებიან. (2წთ)

II აქტივობა   გონებრივი იერიში - მასწავლებელი სვამს შეკითხვას :” რა იცით ალისაზე, რომელიც მოხვდა საოცრებათა ქვეყანაში?” მოსწავლეები თავის მოსაზრებებს აფიქსირებენ “Mind Map”-ზე - (5წთ). ამის შემდეგ წარმოთქვამენ ვარაუდებს თუ რის შესახებ იქნება გაკვეთილი.

II აქტივობა   “სიტყვების კორიანტელი” – მასწავლებელი აძლევს სკრეპით დამაგრებული დაჭრილი სიტყვების დასტას და ჯგუფებმა უნდა დაჯგუფონ ნაცნობი და უცნობი ცხოველები  და ფრინველები. (3წთ)

IV აქტივობა   ჯგუფებს ურიგდებათ ფურცლები ზმნების საწყისი ფორმით (15 ზმნა)და მათ წარსულის ფორმები უნდა მიუწერონ… (3წთ)

V აქტივობა–შემდგომ ჯგუფები აირჩევენ წინასწარ კონვერტში მასწავლებლის მიერ გამზადებულ ფრაზებს. გაეცნობიან მათ და შეადგენენ მინი–მოთხრობას. – (5წთ)

  VIაქტივობა თამაში  :   (20–15 წთ):

  • აქტივობა I: Match the animal pictures with the words:  გამოდის სურათები და სიტყვები არეულად. საჭიროა სიტყვის მიცოცება შესაბამის სურათთან (move and drag)  .
  • აქტივობა II: Click the word which is spelled correctly: გამოდის 3 სიტყვა და მოსწავლე ირჩევს სწორ ვარიანტს.
  • აქტივობა Ш: Put the words into the right box:  ჩნდება 2 ყუთი შესაბამისი -> Good Weather/Bad Weather ->სურათებით)  და მოსწავლე აწყობს მოცემულ სიტყვებს შესაბამის ყუთში.
  • აქტივობა IV: Find the right rabbit: ჩნდება  სხვადასხვა ზომის და ფერის კურდღლების გამოსახულება. მოსწავლემ უნდა ამოარჩიოს შესაფერისი კურდღლის სურათი  მოცემული შეკითხვის შესაბამისად. (კითხვები ჩნდება მორიგეობით)
  • აქტივობა V: Put the right verb:  გამოდის წინადადება, რომელშიც ჩასასმელია ზმნის სწორი ფორმა, მოცემული 3 ვარიანტიდან ერთი.
  • აქტივობა VI: Find synonyms and antonyms for the word:  სურათზე ჩანს ხე, რომელის ფოთლებზე დაწერილია სიტყვები. ხის ძირში მოცემულია 5 სიტყვა. მოსწავლემ უნდა წამოიღოს ხიდან ამ სიტყვების შესაბამისი სინონიმები (მარცხნივ) და ანტონიმები(მარჯვნივ).
  • აქტივობა VII: Make up sentences:  სურათზე ჩანს მზე, ღრუბლები სიტყვებით. მოსწავლე ალაგებს სიტყვებს, რათა ააწყოს წინადადება სწორად.

VII აქტივობა  _ ახალი ლექსიკური და გრამატიკული მასალის გამოვლენა              

                          T-დიაგრამის საშუალებით. (3წთ)

  VIIIაქტივობა    შეფასება რუბრიკით . (4–3წთ)

საშინაო დავალება :  1.„ დაისწავლეთ თამაშში მოცემული ტექსტი – “Alice’s Adventures In Wonderland” ("ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში"); 2. ხელოვნების გაკვეთილზე დაამზადეთ პერსონაჟი თოჯინები მოსალოდნელი მინი–სპექტაკლისთვის... (ჯგუფებმა გაინაწილეთ ეს დავალება).

თამაშის შეფასების რუბრიკა

 ჯგუფი

     

ლექსიკის კონტექსტუალური

გამოყენება

გრამატიკული მასალის ცოდნა

მუშაობის პროცესი

(დრო/სიჩქარე)

ჯგ. წევრების ჩართულობის კოეფიციენტი

ჯამი

     

     

3

3

2

2

10