გაკვეთილზე ჩართულობა-შეფასების სქემა
ქულები | შეფასების დონეები |
1-2 | იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, ხანდახან ხელსაც უშლის გაკვეთილის მსვლელობას, გამოხატავს ინდეფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას. |
3-4 | იშვიათად იჩენს ინიციატივას. მასწაბლებლის თხოვნისა და დახმარების გარეშე არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში. |
5-6 | ცდილობს იყოს აქტიური, მაგრამ მისი აქტიურობა ქმნის პრობლემებს – ბევრს საუბრობს, აწყვეტინაბს სხვას, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს განყენებულ საკითხებზე, სვავს გაუაზრებელ შეკითხვებს, არ ელოდება არავის და ყვირის დასმულ შეკითხვაზე პასუხს იმის მიუხედავად სწორია თუ არა. |
7-8 | მონაწილეობს აქტიურად გაკვეთილის მსვლელობაში და უმეტესად ამჟღავნებს წინასწარ მომზადებას, პატივს სცემს სხვის აზრს და შრომას, დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიაში და ჯგუფურ მუშაობაში თუმცა ვერ ამჟღავნებს მაქსიმალურ პროდუქტიულობას. აქვს პერიოდები, როცა მისი აქტიურობა ზედმეტია ან პირიქით იკლებს. |
9-10 | მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში, დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში, დისკუსიასა თუ პრობლემის გადაჭრაში, ეხმარება და პატივს სცემს სხვებს, დაუზარელია სხვადასხვა პროექტებში ჩართვის და დამატებითი მასალის მოძიების დროს, გაცნობიერებული აქვს თავისი ადგილი და როლი კლასის მიერ რაიმეს შესწავლის ან კეთების დროს. |
საშინაო დავალება შეფასების სქემა
ქულები | შეფასების დონეები |
1-2 | აქვს საშინაო დავალების რვეული, მასში არის კლასში დამუშავებული მასალის არასისტემატიური ჩანაწერები. აქვს ჩანიშნული დავალება, მაგრამ არა აქვს შესრულებული. იცის დავალების სათაური, მაგრამ ვერ ფლობს თემას. |
3-4 | მოსწავლე იშვიათად ასრულებს დავალებას, აქვს შეცდომებით შესრულებული, არ აქტიურობს დავალების გამოკითხვის დროს, მაგრამ მასწავლებლის შეკითხვაზე ზოგჯერ აქვს სწორი პასუხები. |
5-6 | მოსწავლეს ყოველთვის აქვს წერითი დავალება შესრულებული, მაგრამ ვერ გადმოსცემს შინაარსობრივად ან აქვს შესრულებული შეცდომებით. |
7-8 | თითქმის ყოველთვის აქვს შესრულებული დავალება. ჩანს, რომ დავალების შესრულების დროს იმუშავა დამოუკიდებლად, აქტიურია გამოკითხვის დროს და მისის პასუხები არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა აკლია მასალის სიღრმისეული ცოდნა, ვინაიდან არ მოიძიებს დამატებით მასალას. |
9-10 | მუდმივად აქვს მომზადებული დავალება, ჩანს რომ იმუშავა დამოუკიდებლად და არ შემოიფარგლა მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებული თემით, მოიძია დამატებითი მასალები რასაც აქტიურად და დამაჯერებლად წარმოადგენს კლასის წინაშე |
ორგანიზებულობა, შემოქმედებითობა
შეფასების სქემა
ქულები | შეფასების დონეები |
1-2 | არასწორად პასუხობს განვლილ მასალას, სწორად ვერ გადმიოსცემს ტერმინებს და წესებს, ვერ იყენებს სხვადასხვა მეთოდებს პრაქტიკული გამოთვლების დროს. |
3-4 | სხვისი დახმარებიღ შეუძლია გამოსახოს და დაალაგოს რიცხვები, მაგრამ უშვებს შეცდომებს მათი გამოყენების დროს. გამოსახავს სიდიდეებს მაგრამ ვერ აკავშირებს და ვერ იყენებს ამოცანის გადაჭრის დროს. |
5-6 | დამოუკიდებლად შეუძლია არითმეტიკული მოქმედებების შესრულება, თუმცა ზოგჯერ უშვებს შეცდომებს. პრობლემის გადასაჭრელად ვერ იყენებს ალგებრულ გამოსახულებებს. გამოსახავს და ახდენს სიდიდეების კლასიფიცირებას, მაგრამ უჭირს მათ შორის დამოკიდებულების დამყარება. |
7-8 | დამოუკიდებლად მუშაობს შემაჯამებელ დავალებებზე, ამჟღავნებს თემის კარგად ცოდნას, აღწერს და მასწავლებლის დახმარებით აანალიზებს დასმულ ამოცანას.მსჯელობს, აფასებს მოქმედებათა შედეგს, თუმცა შეფასებებში უშვებს შეცდომებს. |
9-10 | გამოსახავს ადარებს და ასრულებს მოქმედებებს. იყენებს და აკავშირებს სხვადასხვა სიდიდეებს. აწესრიგებს და იყენებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით. ადარებს, გეგმავს, მსჯელობს, აკეთებს დასკვნებს და შეფასებებს. |