პროექტის შეფასების სქემა
# | 1ქულა (ელემენტარული) | 2ქულა (მისაღები) | 3ქულა (ოსტატური) |
მიზანი | არა არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია | ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება | მიზნები კარგადაა გამოკვეთილი, მარტივად აღსაქმელია. |
ორგანიზება | სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური კავშირი, რაც მკითხველს და მსმენელს აბნევს. | გააზრებულია თანმიმდევრულობა, გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,ზოგი გაუგებარი. | კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას. |
შინაარსის კორექტულობა | ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია. | ძირათადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო და მცდარი ინფორმაციით | მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო. |
ენობრივი გამართულობა | ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით. | ენობრივად გამართული, ცოტა შეცდომებით. | ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები. |
კვლევა | კვლევა არაეფექტუირადაა დაგეგმილი. | კვლევა დაგეგმილია, მაგრამ არასრული. გამოყენებულია შეზღუდული რაოდენობის წყაროები. ანლიზი მისაღებია. | კვლევა დაგეგმილია, გამოყენებულია რამდენიმე წყარო და ანალიზი სირრმისეულია. |
თვალსაჩინოებები | თვალსაჩინოებები შეუსაბამოა შინაარსთან. | თვალსაჩინოებები ერთფეროვანია. | მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი. |
შემოქმედებითობა | შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან მცირეა. | ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის სრულად წარმოჩენას. | ჯგუფი ორიგინალურია, კრეატიულია, ჩანს სიახლე და ახლებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის |
დასკვნები | არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები. | დასკვნები ჩამოყალიბებულია მაგრამ არ არის მკაფიო. | დასკვნებში არის სიახლე, ორიგინალობა. ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. |