| N | ||
| 1. | მთავარი თემა | კედლის გაზეთით სარგებლობა | 
| 2. | მნიშვნელობა და აქტუალობა | მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კედლის გაზეთის ყოველდღიური მოხმარება | 
| 3. | მიზნები და შედეგები | ბავშვები შეძლებენ წელიწადის დროის,თვის,რიცხვის ჯიბაკებით სარგებლობას.გაკვეთილების ცხრილისა და მორიგეობის სიის გამოყენებას,აგრეთვე დღის რეჟიმის მიხედვით ყოველი გაკვეთილის დაწყება–დამთავრების გაგებას. | 
| 4. | შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეები ფასდებიან იმ უნარ–ჩვევების განვითარებით,რომელიც კედლის გაზეთით სარგებლობასთანაა დაკავშირებული. | 
| 5. | წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ კედლის გაზეთის დანიშნულება,კითხვა,ჯიბაკებითა და კონვერტებით სარგებლობა. | 
| 6. | მასალა და რესურსები | ფორმატის ქაღალდი,ფერადი ქაღალდები,წებო,სახაზავი,მაკრატელიფერადი ფანქრები,კომპიუტერი ბეჭდვისთვის და ფოტო–მასალის მოსაძიებლად. | 
| 7. | სასწავლო პროექტის მსვლელობა | აქტივობა–1(1 გაკვეთილი): ქაღალდის ფორმატზე განვათავსებთ რუბრიკებს; მოვამზადებთ რუბრიკის დასახელებებს; დავამზადებთ ფერად კონვერტებს და ჯიბაკებს; აქტივობა 2(1 გაკვეთილი): დავამზადებთ მუყაოთი და ფერადი ქაღალდებით წელიწადის დროთა,თვეების,რიცხვების დასახელებებს. აქტივობა–3(1 გაკვეთილი): კომპიუტერის(პრინტერის) გამოყენებით გავაკეთებთ გაკვეთილების ცხრილის,მოსწავლეთა სიის,მორიგეობის სიის,დღის რეჟიმის ამონაბეჭდს და ჩავაწებებთ შესაბამისი რუბრიკების ქვეშ. აქტივობა–4: პრეზენტაცია(1 გაკვეთილი). | 
სასწავლო პროექტი
| კრიტერიუმი | მინიმალური | საშუალოზე დაბალი | საშუალოზე მაღალი | მაქსიმალური | 
| ** | *** | *** | ***** | |
| ჯგუფური მუშაობა | უჭირს ჯგუფში მუშაობა | დროდადრო ერთვება ჯგუფურ მუშაობაში | საკმაოდ ხშირად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში | აქტიურად არის ჩრთული ჯგუფურ მუშაობაში | 
| პრეზენტაცია | უჭირს ნამუშევრის წარდგენა | ნამუშევრის წარდგენაში ესაჭიროება დახმარება | საკმაოდ კარგად ართმევს თავს ნამუშევრის წარდგენას | კარგად წარადგენს ნამუშევარს | 
| კედლის გაზეთის გამოყენება | უჭირს ორიენტირება კედლის გაზეთის გამოყენებისას | კედლის გაზეთის გამოყენებისას ესაჭიროება დახმარება | საკმაოდ კარგად ართმევს თავს კედლის გაზეთის გამოყენებას | კარგად იყენებს კედლის გაზეთს | 
| ჩართულობა | უჭირს მუშაობის პროცესში ჩართვა | ნაკლებად ერთვება მუშაობის პროცესში | საკმაოდ კარგად არის ჩართული მუშაობის პროცესში | აქტიურად ერთვება მუშაობის პროცესში |